1 .გაყიდვების წესები

წინამდებარე წესები და პირობები, ან ბრენდის მიერ შემუშავებული და მიღებული სხვა წესები (ერთობლივად ,,გაყიდვების წესები“) ვრცელდება ყველა იმ პროდუქტის გაყიდვებზე, რომელსაც თქვენ („მომხმარებელი“ ან „თქვენ“) უკვეთავთ ბრენდ ალექსანდრიას ვირტუალური პლატფორმის www.alexandria.ge გამოყენების გზით, მასთან ასოცირებული მობილური თუ ციფრული აპლიკაციების გამოყენებით (ერთად ,,პლატფორმები“), რომელზეც ვრცელდება აღნიშნული წესები და პირობები, ასევე სატელეფონო კავშირის მეშვეობით, ბრენდის მომხმარებელთა მომსახურების ცენტრთან (კლიენტთან ურთიერთობის ცენტრი) დაკავშირების გზით.

გაყიდვის ეს პირობები ვრცელდება, მხოლოდ პლატფორმის ან ტელეფონის საშუალებით განხორციელებულ გაყიდვებზე. უშუალოდ კლიენტთან ურთიერთობის ცენტრის ან პლატფორმის მეშვეობით განთავსებულ ნებისმიერ შეკვეთაზე მოქმედებს ის გაყიდვის პირობები, რომელიც ძალაშია იმ მომენტისთვის, როდესაც შეკვეთა თქვენი სახელით განახორციელა ალექსანდრიას წარმომადგენელმა (კლიენტთან ურთიერთობის ცენტრის მეშვეობით განხორციელებული შეკვეთის შემთხვევაში) ან თქვენს მიერ შეკვეთის განხორციელების დროს (პლატფორმაზე განთავსებული შეკვეთის შემთხვევაში). თქვენს მიერ პლატფორმაზე განთავსებული შეკვეთის დროს, შეკვეთის განთავსებამდე პლატფორმის გადახდის განყოფილებაში, ველის “მე წავიკითხე და ვეთანხმები გაყიდვის პირობებს” მონიშვნა გულისხმობს იმას, რომ თქვენ თანახმა ხართ შეასრულოთ ეს გაყიდვის  პირობები. თუ უარს ამბობთ გაყიდვის წინამდებარე პირობებზე, ვერ შეძლებთ ბრენდის რომელიმე პროდუქტის შეკვეთას პლატფორმის ან/და კლიენტებთან ურთიერთობის ცენტრის მეშვეობით. ბრენდის მაღაზიის და/ან ავტორიზებული საცალო მოვაჭრეების მეშვეობით განხორციელებული გაყიდვები არ ექვემდებარება მოცემულ გაყიდვის პირობებს.

გთხოვთ, გაეცნოთ გაყიდვის პირობებს და რეგულარულად მოინახულოთ ჩვენი პლატფორმა, რათა  იყოთ ინფორმირებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ. ბრენდი უფლებამოსილია, შეხედულებისამებრ, ცალმხრივად შეასწოროს ან/და შეცვალოს წინამდებარე პირობები და თქვენ მიერ პლატფორმის გამოყენების გაგრძელება და/ან რეგისტრაცია ასეთი ცვლილების განხორციელების შემდეგ, მიანიშნებს თქვენს თანხმობაზე, რომ სამომავლო შეკვეთები განხორციელდეს გაყიდვის შეცვლილი პირობებით.

თუ თქვენ შეკვეთას ათავსებთ პლატფორმის საშუალებით, მაშინ ველის „მე წავიკითხე და ვეთანხმები გაყიდვის პირობებს“ მონიშვნით და თქვენი შეკვეთის განთავსებით, თქვენ აცხადებთ თანხმობას გაყიდვის იმ პირობების შესაბამისად, რომელიც აღნიშნულ პერიოდისთვისაა დადგენილი. წინამდებარე წესები, სამომხმარებლო წესებსა და პირობებთან, ასევე კონფიდენციალობის პოლიტიკასთან ერთად არეგულირებს პლატფორმასთან და  კლიენტებთან ურთიერთობის ცენტრთან მომხმარებლის ურთიერთობას. კლიენტებს, რომლებიც გამოიყენებენ კლიენტებთან ურთიერთობის ცენტრის მომსახურებას, მიეცემათ წვდომა ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე, როგორც ეს განსაზღვრულია ქვემოთ, თავში – „შეკვეთის დადასტურება“. თუ თქვენ არ ეთანხმებით გაყიდვის პირობებში განხორციელებულ რომელიმე ცვლილებას, მაშინ დაუყოვნებლივ დაუკავშირდით კლიენტებთან ურთიერთობის ცენტრს თქვენი რეგისტრაციის გასაუქმებლად და თავი შეიკავეთ ალექსანდრიას ნებისმიერი პროდუქტის შეკვეთისგან კლიენტებთან ურთიერთობის ცენტრის ან პლატფორმის მეშვეობით.

2 შესყიდვის უფლება

 

კლიენტებთან ურთიერთობის ცენტრის ან პლატფორმის მეშვეობით პროდუქტების შეკვეთის განხორციელება შეუძლიათ მხოლოდ ფიზიკურ პირებს (და არა იურიდიულ პირებს), რომლებიც (ა) არიან სრულწლოვანები (18 წელი) (ბ) გააჩნიათ სრული (შეუზღუდავი) ქმედუნარიანობა. არასრულწლოვნების ან კანონიერად ხელშეკრულების დადების სხვაგვარად უუნარობის შემთხვევაში, პროდუქციის შეკვეთა უნდა მოხდეს პირის უფლებამოსილ წარმომადგენლთან შეთანხმებით გაყიდვის წინამდებარე პირობების გათვალისწინებით. ამ დებულების დარღვევით განხორციელებული ნებისმიერი შეკვეთა  იქნება ცნობილი არარად და ბათილად.

კლიენტებთან ურთიერთობის ცენტრის ან პლატფორმის მეშვეობით შეკვეთის განხორციელებით, მომხმარებელი იძლევა გარანტიას და ადასტურებს, რომ  ნამდვილად არის  კეთილსინდისიერი საბოლოო მომხმარებელი და არ მიაწვდის, არ გაყიდის ან სხვაგვარად არ გაავრცელებს ალექსანდრიას პროდუქტებს; არ შეიძენს ალექსანდრიას პროდუქტებს კომერციული მიზნებისთვის ან სხვა კომერციული სარგებლის მისაღებად.

  1. პროდუქტის ხელმისაწვდომობა და რაოდენობა

 

პლატფორმაზე განთავსებული ყველა შეკვეთა დამოკიდებულია პროდუქტის ხელმისაწვდომობასა და ალექსანდრიას მიერ შეკვეთის მიღების დადასტურებასთან.

ალექსანდრია იტოვებს უფლებას შეცვალოს პლატფორმის ან კლიენტებთან ურთიერთობის ცენტრის მეშვეობით შემოთავაზებული საქონლის ასორტიმენტი და შესაძლებელია, დროდადრო მომხმარებელს შეუზღუდოს ერთ სესიაზე შესყიდული პროდუქციის რაოდენობა, წინასწარი შეტყობინების გარეშე. ბრენდი ასევე იტოვებს უფლებას, დროის ნებისმიერ მონაკვეთში, წინასწარი შეტყობინების გარეშე, უარი თქვას შეკვეთებზე, რომლებიც აღემატება ავტორიზებული პროდუქტების გარკვეულ რაოდენობას. ამჟამად, ერთ სესიაზე, შეკვეთა არ შეიძლება აღემატებოდეს ხუთ (5) პროდუქტს, როგორც პლატფორმის, ასევე კლიენტებთან ურთიერთობის ცენტრის მეშვეობით განხორციელებული შესყიდვების დროს.

პლატფორმიდან და კლიენტებთან ურთიერთობის ცენტრიდან თქვენ შეძლებთ მიიღოთ ინფორმაცია იმ პროდუქტების შესახებ, რომლებიც მოცემული მომენტისთვის ხელმისაწვდომია გასაყიდად აღნიშნული არხების გამოყენებით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პლატფორმაზე ხელმისაწვდომია მხოლოდ ის საქონელი, რომელზეც გამოსახულია ხატულა „საყიდლების ჩანთაში დამატება“. დამატებით ინფორმაცის მიღება, ასევე, შესაძლებელია კლიენტთა მომსახურების ცენტრთან და ალექსანდრიას წარმომადგენელთან დაკავშირების გზით.

  1. ანგარიშის რეგისტრაცია; პერსონალური ინფორმაცია; სტუმრების გადახდა

პლატფორმაზე შეკვეთის განსათავსებლად თქვენ ან ალექსანდრიას წარმომადგენელს (თქვენი სახელით) შეგიძლიათ დარეგისტრირება და პლატფორმაზე  ონლაინ პროფილის შექმნა.  შეკვეთის განთავსება, ასევე, შესაძლებელია რეგისტრაციისა და ანგარიშის შექმნის გარეშე, “სტუმრების შეკვეთა” ოფციის არჩევით. ანგარიშის შექმნისას მომხმარებელმა უნდა მოგვაწოდოს მოქმედი და უახლესი პერსონალური ინფორმაცია, როგორიცაა იურიდიული სახელი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი, ასევე, დაგვიდასტუროს, რომ ნამდვილად სრულწლოვანია.

„სტუმრების შეკვეთის“ ვარიანტის არჩევისას, შესაძლებლობა გეძლევათ, შექმნათ თქვენი ონლაინ ანგარიში შეკვეთის დადასტურების მიღებისთანავე. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ასეთ შემთხვევაში, თქვენი ონლაინ ანგარიში არ მოიცავს ინფორმაციას თქვენს მიერ ანგარიშის შექმნამდე განხორციელებულ ტრანზაქციების თაობაზე.

პლატფორმაზე თქვენი რეგისტრაციის ან ალექსანდრიას წარმომადგენლის მიერ თქვენი ანგარიშის რეგისტრაციის დასრულებისთანავე, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიიღებთ ერთჯერად პაროლს, რომელიც საშუალებას გაძლევთ, შეხვიდეთ თქვენს ანგარიშზე  და შექმნათ  მუდმივი პაროლი. როდესაც ჩვენს პლატფორმებზე გარკვეული მომსახურების მისაღებად თქვენ ირჩევთ პაროლს, თავად ხართ პასუხისმგებელი მის უსაფრთხოებასა და კონფიდენციალურობაზე. თქვენ მიერ შერჩეულ პაროლს არ უნდა იყენებდეთ სხვა საიტებზე და არ გაუზიაროთ ის სხვას. ალექსანდრია ვერ იქნება პასუხისმგებელი მესამე მხარის ქმედებაზე, რომელმაც შეიძლება უნებართვოდ მიიღოს და არასათანადოდ გამოიყენოს თქვენი ანგარიშის და პაროლის მონაცემები.

გთხოვთ, იხილოთ ჩვენი კონფიდენციალობის პოლიტიკა და გაეცნოთ დამატებით ინფორმაციას, თუ როგორ მოხდება თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება და შენახვა. ინფორმაციის მისაღებად, თუ როგორ შეიძლება ალექსანდრიამ გამოიყენოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას და წინამდებარე გაყიდვის პირობების მე-7 ნაწილს. თუ მომხმარებელი ახორციელებს პლატფორმის საშუალებით პროდუქტის შეძენას, რეგისტრაციის გავლისა და ანგარიშის შექმნის გარეშე, მომხმარებელს მაინც მოეთხოვება ბრენდისთვის გარკვეული მოცულობის მონაცემების მოწოდება.

პლატფორმაზე შეკვეთის განთავსებისას, თქვენ მოგეთხოვებათ შესაბამისი პერსონალური ინფორმაციის გაზიარება, როგორიცაა მიწოდების მისამართი, გადახდის მისამართი და გადახდის დეტალები. ამ დროს,  უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე და თაღლითური ქმედებების თავიდან აცილების მიზნით, ალექსანდრიამ ან მასთან აფილირებულმა მესამე მხარემ შესაძლებელია, შეაგროვოს დამატებითი პერსონალური მონაცემები.

მომხმარებელი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ პლატფორმაზე რეგისტრაციის დროს მითითებული მონაცემები, მათ შორის, პერსონალური მონაცემი იყოს უტყუარი, ზუსტი, ვალიდური  და სრული. მომხმარებელი იძლევა გარანტიას, რომ რეგისტრაციის დროს მითითებული მონაცემები არის მისი პირადი მონაცემები და ეკუთვნის უშუალოდ მას და არა სხვა პირს (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნივთი არის საჩუქარი).

მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია განაახლოს ან ცვლილება შეიტანოს ალექსანდრიას პლატფორმაზე და კლიენტთა მომსახურების ცენტრში მითითებულ მონაცემებში მის ანგარიშზე წვდომის, კლიენტთა მომსახურების ცენტრთან დაკავშირების ან ჩვენთან ელექტრონული ფოსტის გამოგზავნის ან სხვა გზით, რომელიც განსაზღვრულია კონფიდენციალურობის პოლიტიკაში.

  1. შეკვეთა

 

ალექსანდრიას პლატფორმაზე განთავსებული პროდუქტებიდან, მომხმარებელი ირჩევს მისთვის სასურველ პროდუქტს, და ღილაკზე ,,დამატება კალათაში“ დაჭერით მას განათავსებს ვირტუალურ კალათაში. მომხმარებელს შეუძლია გააგრძელოს პროდუქტის შერჩევის პროცესი ან დაიწყოს კალათაში განთავსებული პროდუქტის შეძენის პროცესი. მომხმარებელს შეუძლია მოახდინოს მის კალათაში განთავსებული პროდუქტის დამატება, წაშლა ან რაოდენობის ცვლილება. კალათაში დამატებული პროდუქტის შეძენისათვის, მომხმარებელი აჭერს ღილაკს „ყიდვა“, საიდანაც გადამისამართდება პლატფორმის იმ გვერდზე, სადაც მომხმარებელი უთითებს მისთვის პროდუქტის მიწოდებისათვის საჭირო მონაცემებს (ელ-ფოსტა, სახელი, გვარი, მობილური ტელეფონის ნომერი, ქუჩა ქალაქი, ქვეყანა), პროდუქტის მიწოდების (გადაზიდვის) ტიპს/მეთოდს და პროდუქტის/შეკვეთის ღირებულების გადახდის მისთვის სასურველ ტიპს/მეთოდებს.   კალათაში დამატებული პროდუქტის შეძენის პროცესის გასაგრძელებლად მომხმარებელი მონიშნავს გრაფას ,,წავიკითხე და ვეთანხმები გაყიდვების წესებსა და პირობებს“ და კვლავ  აჭერს ღილაკს  „ყიდვა“ .

სერიული წარმოების საიუველირო ნაკეთობა უნდა შეესაბამებოდეს ტექნიკურ აღწერას. ერთეული წარმოების საიუველირო ნაკეთობა უნდა შეესაბამებოდეს შეკვეთაში შეთანხმებულ ნახატს (ესკიზს). საიუველირო ნაკეთობის პარამეტრები მიახლოებითია, კერძოდ: საიუველირო ნაკეთობის წონა შეიძლება იყოს მეტი ან ნაკლები, თუ ეს აუცილებელია.საიუველირო ნაკეთობის სიგანე შეიძლება იყოს მეტი ან ნაკლები: ყელსაბამისთვის +/- 2მმ, სხვა ნაკეთობებისთვის +/- 1,5 მმ; საიუველირო ნაკეთობის სისქე შეიძლება იყოს მეტი ან ნაკლები +/- 1,5 მმ; საიუველირო ნაკეთობის სიგრძე ჯაჭვებისა და სამაჯურებისთვის შეიძლება იყოს მეტი ან ნაკლები +/- 9,99 მმ; საიუველირო ნაკეთობის ზომა (შიდა დიამეტრი) შეიძლება იყოს მეტი ან ნაკლები +/- 0,99 მმ. პარამეტრების აღნიშნული ცვლილებები თანხმდება მხარეების მიერ და არ ეწინააღმდეგება დარგის სტანდარტს „ძვირფასი ლითონებისაგან მომზადებული საიუველირო ნაკეთობებს“.

საიუველირო ნაკეთობის პარამეტრების ცვლილება დადგენილ ფარგლებში დამკვეთისთვის არ წარმოადგენს ბრენდთან თანამშრომლობის შეწყვეტის საფუძველს, ასევე არ წარმოადგენს მიზეზს, რის გამო დამკვეთს შეუძლია უარის თქმა სამუშაოს შედეგების მიღებაზე.

წესებსა და პირობებში მითითებული პირობების მიუხედავად, ბრენდი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს უარი თქვას, შეწყვიტოს ან გააუქმოს შეკვეთა. მაგალითისთვის, ბრენდს შეუძლია უარი თქვას, შეწყვიტოს ან გააუქმოს მომხმარებლის შეკვეთა, თუ არსებობს მიმდინარე დავა წინა შეკვეთის გადახდასთან დაკავშირებით, ან თუ საკუთარი შეხედულებისამებრ იეჭვებს, რომ მომხმარებელი მონაწილეობს თაღლითური ან რუხი ბაზრის საქმიანობაში ან/და სხვაგვარად არღვევს წინამდებარე გაყიდვის პირობებს.

დამკვეთი აღიარებს, რომ საიუველირო ნაკეთობის პარამეტრებში ნებისმიერი ცვლილების შეტანას, ასევე ცვლილების შეტანას საიუველირო ნაკეთობის კომპიუტერულ მოდელში, შესაბამისი შეკვეთის შემდეგ მოყვება საიუველირო ნაკეთობის მომზადების ვადების გაზრდა, ასევე შესაძლებელია საიუველირო ნაკეთობის ღირებულების ცვლილებაც. სამუშაოების დასრულების თარიღი იცვლება იმ დღეების რაოდენობის თანახმად, რომელიც საჭირო აღმოჩნდა საიუველირო ნაკეთობის პარამეტრებში ან საიუველირო ნაკეთობის კომპიუტერულ მოდელში ცვლილების შეტანისთვის.

  1. ფასი, დაბეგვრა და მიწოდების ხარჯები

 

პლატფორმის პროდუქტის გვერდებზე ნაჩვენები ან კლიენტებთან ურთიერთობის ცენტრის მიერ ციტირებული ყველა ფასი მოცემულია  ლარში (GEL, USD, EUR, GBF).

ალექსანდრია იტოვებს უფლებას შეცვალოს ფასები და მიწოდების ღირებულება ნებისმიერ დროს, წინასწარი შეტყობინების გარეშე.

მიწოდების ღირებულება და მოქმედი გადასახადები აისახება მომხმარებლის გადახდის გვერდზე, სანამ დაადასტურებს და განათავსებს შეკვეთას (პლატფორმიდან შეკვეთის შემთხვევაში) და, ასევე, აისახება შეკვეთის დადასტურებაში. მიწოდების ღირებულება, ასეთის არსებობის შემთხვევაში, აღწერილია ქვემოთ მოცემულ მიწოდების პოლიტიკაში. გაყიდვებისა და გამოყენების გადასახადები განსხვავდება დანიშნულების ადგილის მიხედვით. მიწოდების ღირებულება, ასევე გაყიდვების და გამოყენების სავარაუდო გადასახადები არ არის ასახული პროდუქტის გვერდებზე, მაგრამ დაემატება პროდუქტის ფასს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც მომხმარებელი აირჩევს მიწოდების ადგილს და ტიპს/მეთოდს.

თქვენი შენაძენის დაბეგვრის (TAX) გადასახადი გამოითვლება თქვენი შეკვეთის გამოგზავნის დროს, რომელიც აისახება შეკვეთის დადასტურებაში. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი შეკვეთის განთავსების თარიღსა და შეკვეთის დადასტურების გაგზავნის თარიღს შორის  მოქმედ კანონმდებლობაში განხორციელებულმა ცვლილებებმა, შესაძლებელია, ასევე გამოიწვიოს ცვლილებები თქვენს შეძენის  დაბეგვრის (TAX) გადასახადში. იმ შემთხვევაში, თუ ცვლილების შედეგად მოხდა გადასახადის ზრდა, რომელიც უნდა დამატებით ჩამოგეჭრათ, ბრენდი დაგიკავშირდებათ და მოგთხოვთ, ხელახლა დაადასტუროთ შესყიდვა.

  1. გადახდა საკრედიტო/სადებეტო ბარათით

 

შეკვეთის ღირებულების გადახდას მომხმარებელი ახორციელებს უნაღდო ანგარიშსწორების გზით. დისტანციურად, VISA, MASTERCARD, ან American Express საკრედიტო ან სადებეტო საბანკო ბარათების (შემდგომში „საბანკო ბარათი“) საშუალებით.

პლატფორმაზე შეკვეთის განხორციელებისას, მომხმარებელმა უნდა შეავსოს შესაბამის ფორმაში გადახდის დეტალები. ტელეფონით განხორციელებული შეკვეთის შემთხვევაში, მომხმარებელმა კლიენტთა მომსახურების ცენტრს უნდა მიაწოდოს საკრედიტო/სადებეტო ბარათის ნომერი და სამ ან ოთხ ნიშნა უსაფრთხოების კოდი, რომელიც დაბეჭდილია ბარათის უკანა, ან წინა მხარეს (CVV2 /CVC2/CID). უსაფრთხოებისა და ხარისხის კონტროლის მიზნით, მომხმარებლის სატელეფონო საუბარი ჩაიწერება.  კლიენტთა მომსახურების ცენტრის მიერ ჩაწერილი ნებისმიერი სატელეფონო საუბარი, რომელიც შეიცავს მომხმარებლის საკრედიტო ბარათის ინფორმაციას, იქნება სრულად დაშიფრული და გამოყენებული მხოლოდ ბარათით განხორციელებული ტრანზაქციების დასამუშავებლად.

ყველა საკრედიტო/სადებეტო ბარათის მფლობელი ექვემდებარება დადასტურებასა და ავტორიზაციას ბარათის გამცემის მხრიდან. თუ თქვენი საბანკო ბარათის გამცემი უარს აცხადებს ბრენდისთვის გადახდის ავტორიზაციაზე, თქვენ უშუალოდ მოგიწევთ ბარათის გამცემთან დაკავშირება აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად და ალექსანდრია არ იქნება პასუხისმგებელი რაიმე დაგვიანებასა, თუ მიწოდებაზე.

შეკვეთის დასამუშავებლად, ჩვენ შეიძლება მომხმარებლის საკრედიტო ბარათზე განვახორციელოთ უსაფრთხოების შემოწმება. თქვენი შესყიდვის სრული ღირებულება დაიბლოკება საკრედიტო ბარათზე, სანამ თქვენი შეკვეთა არ დადასტურდება ალექსანდრიას მიერ. ბარათიდან შესაბამისი თანხის ჩამოჭრა შეკვეთის გაგზავნის შემდეგ განხორციელდება.

ბრენდის პლატფორმის ან კლიენტთა მომსახურების ცენტრის მეშვეობით პროდუქტის შეძენის სურვილის დაფიქსირებით, თქვენ პირდაპირ ანიჭებთ უფლებას  ალექსანდრიას განახორციელოს უსაფრთხოების ისეთი შემოწმებები, როგორსაც საჭიროდ ჩათვლის; ასევე, დროდადრო მესამე მხარეს გადასცეს, ან მისგან მიიღოს ინფორმაცია (ნებისმიერი განახლებული ინფორმაციის ჩათვლით), მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება, თქვენი საკრედიტო ბარათის ნომერი, თქვენი ვინაობის და საკრედიტო ბარათის დასადასტურებლად, საკრედიტო ბარათის ავტორიზაციის მისაღებად და ინდივიდუალური შესყიდვის ტრანზაქციების ავტორიზაციის განსახორციელებლად.

ჩვენ გვაქვს ფიზიკური, ელექტრონული და პროცედურული უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც შესაბამისობაშია მოქმედ სამართლებრივ ნორმებთან, რათა დავიცვათ და შევინარჩუნოთ მომხმარებლის ინფორმაცია არაუფლებამოსილი წვდომისგან, გამოყენებისგან, შეცვლისგან ან განადგურებისგან. კერძოდ, თქვენი პირადი მონაცემების გადაცემა ჩვენთან დაშიფრული სახით ხორციელდება. ჩვენ ამისთვის ვიყენებთ კოდირების სისტემას SSL (Secure Sockets Layer). ჩვენი უსაფრთხოების ზომები მუდმივად უმჯობესდება ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ. მიუხედავად ამისა, ინტერნეტის საშუალებით ინფორმაციების გადაცემა არასოდეს არის 100%-ით უსაფრთხო, ამიტომ ჩვენ ვერ ვიძლევით იმ მონაცემების უსაფრთხოების გარანტიას, რომლებიც ინტერნეტის საშუალებით გადაიცემა. ინფორმაციის ნებისმიერი გადაცემა ხორციელდება თქვენი რისკის ქვეშ და ჩვენ ვერ ვიქნებით პასუხისმგებელი. დამატებით ინფორმაციის მისაღებად, თუ როგორ იყენებს და იცავს ბრენდი თქვენს ინფორმაციას, გაეცანით ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

 

  1. გადახდა PAYPAL-ის მეშვეობით

 

მომხმარებელს გადახდის განხორციელება შეუძლია ასევე PayPal-ის გამოყენებით, როგორც ეს მითითებულია პლატფორმაზე.

  1. გადახდა საბანკო გადარიცხვის გზით

 

საბანკო გადარიცხვას ბრენდი მხოლოდ კლიენტთა მომსახურების ცენტრის მეშვეობით განხორციელებული შეკვეთებისთვის იღებს. ბრენდს არ აქვს საკომისიოს გადასახადი საბანკო გადარიცხვებზე პლატფორმის ან კლიენტთა მომსახურების ცენტრის მეშვეობით მიღებული შეკვეთებისთვის; თუმცა, ამ მომსახურების გაწევისათვის ფინანსურმა ინტიტუტმა ჩვენგან დამოუკიდებლად შესაძლებელია,  დააწესოს დამატებითი გადასახდელი და მოსაკრებელი. მათი გადახდის ვალდებულება ეკისრება მომხმარებელს.

ჩვენი მოთხოვნაა, რომ ყველა საბანკო გადარიცხვა, რომელის შეკვეთა განხორციელდა სატელეფონო კავშირით, დადასტურებულ იქნას შეკვეთის პროცესში. ჩვენ შეიძლება ვაღიაროთ საბანკო გადარიცხვის დაკვეთა, მაგრამ არ მოხდება შეკვეთის განხილვა, სანამ არ მივიღებთ გადახდას და არ დავადასტურებთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით. თუ მომხმარებლის საბანკო გადარიცხვა ბრენდის საბანკო ანგარიშზე შეკვეთის განთავსებიდან თოთხმეტი (14) დღის განმავლობაში არ ჩაირიცხება, მაშინ შეკვეთა გაუქმდება.

ინდივიდუალურად შემუშავებული საიუველირო ნაკეთობის ღირებულება (ერთეული წარმოების საიუველირო ნაკეთობს ღირებულება) უნდა შეთანხმდეს ბრენდსა და დამკვეთს შორის და დაფიქსირდეს შეკვეთაში. ინდივიდუალურად შემუშავებული საიუველირო ნაკეთობის საბოლოო ღირებულება შეიძლება შეიცვალოს სამუშაოების მიმდინარეობის დროს. ინდივიდუალურად შემუშავებული საიუველირო ნაკეთობის საბოლოო წონის ცვლილების, ან შემცირების ან გადიდების შემთხვევაში, სამუშაოების ღირებულება შეიცვლება ლონდონის სასაქონლო ბირჟის მიერ გადახდის დღისათვის დადგენილი ფასების შესაბამისად ძვირფას ლითონებზე 1 გრამისათვის.

სამუშაოს ღირებულების გადახდა იწარმოება შემდეგი წესით:  შეკვეთის გაფორმებიდან არაუმეტეს 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღისა დამკვეთი აწარმოებს წინასწარ გადახდას შეკვეთაში დადგენილი თანხის 50% ოდენობით.  საიუველირო ნაკეთობის  ღირებულების  პირობების თანახმად ცვლილების შემთხვევაში, საბოლოო ანგარიშსწორება იწარმოება  დამკვეთისათვის სამუშოების შედეგების გადაცემამდე.

სამუშაოს ღირებულების გადახდა იწარმოება ლარში მითითებულ შემსრულებლის ანგარიშსწორების ანგარიშზე.

დამკვეთის ვალდებულებები გადახდის ნაწილში შესრულებულად ითვლება ფულადი სახსრების შემსრულებლის ანგარიშზე სრულად ჩარიცხვის დღიდან.

  1. განხილვა და დადასტურება

 

პლატფორმის მეშვეობით შეკვეთის განთავსებამდე მომხმარებელმა უნდა შეამოწმოს და დაადასტუროს ყველა დეტალი გადახდის გვერდზე. კლიენტთა მომსახურების ცენტრის მეშვეობით შეკვეთის განთავსების შემთხვევაში, ალექსანდრიას წარმომადგენელმა, შესაძლებელია, მომხმარებელს სიტყვიერად მოსთხოვოს შეკვეთის დეტალების დადასტურება.

11 შეკვეთის აღიარება

 

მომხმარებლის მიერ არჩევანის გაკეთებისა და შეკვეთის პლატფორმაზე  განთავსების შემდეგ, იგი მიიღებს შეკვეთის დადასტურებას ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.  ფოსტაში მითითებული იქნება ალექსანდრიას  მიერ მინიჭებული შეკვეთის ნომერი  (order reference number). გთხოვთ, შეინახოთ შეკვეთის ნომერი, თქვენს შეკვეთასთან დაკავშირებით, სამომავლო ინფორმაციის მისაღებად. შეკვეთის ეს აღიარება არ ნიშნავს თქვენი შეკვეთის მიღებას. შეკვეთის აღიარების გადაცემის შემდეგ, ალექსანდრია განახორციელებს საკუთარ ჩვეულ საკრედიტო, თაღლითობის საწინააღმდეგო, უსაფრთხოების და მასთან დაკავშირებულ იურიდიულ შემოწმებებს და, თუ მისაღები იქნება, დაამუშავებს თქვენს შეკვეთას.

შეკვეთის აღიარებასთან ერთად, ელექტრონული ფოსტის საშუალებით მომხმარებელი მიიღებს წინამდებარე გაყიდვების წესებს PDF ფორმატში, ან მასზე გადასასვლელი ლინკის სახით. გთხოვთ, დეტალურად გაეცნოთ აღნიშნულ წესებს.

  1. შეკვეთის დადასტურება

 

თქვენი შეკვეთის გაგზავნის შემდეგ, ალექსანდრიას მიერ თაღლითობის საწინააღმდეგო, უსაფრთხოების და მასთან დაკავშირებული იურიდიული შემოწმების დასრულების შემდეგ, მომხმარებელს გაეგზავნება წერილობით შეკვეთის დადასტურება. დასტურების წერილი შეიცავს ინფორმაციას შეკვეთილი საქონლის შესახებ, შეკვეთის ნომერს, შეკვეთის თარიღს და დროს. შეკვეთის წერილობითი დადასტურება წარმოადგენს ბრენდის მიერ თქვენი შეკვეთის მიღებას და მიუთითებს სავალდებულო გაყიდვის ხელშეკრულების არსებობაზე.

 

  1. შეთანხმების დამადასტურებელი საბუთი

 

შეკვეთის აღიარება და შეკვეთის დადასტურება, რომლებიც მომხმარებელთან გაიგზავნება ელექტრონული ფოსტით, ჩაითვლება მიღებულად, როდესაც მომხმარებელი შეძლებს მათზე წვდომას კომპიუტერის, მობილურის ან სხვა ციფრული ხელსაწყოს მეშვეობით.

შეკვეთის დადასტურება და კლიენტთა მომსახურების ცენტრის ან პლატფორმის მიერ გამოყენებული ნებისმიერი ავტომატური ჩაწერის სისტემა გახდება თქვენსა და ალექსანდრიას შორის სავალდებულო შეთანხმების დასტური.

  1. დამატებითი უფასო მომსახურება

პლატფორმამ ან კლიენტთა მომსახურების ცენტრის წარმომადგენელმა მომხმარებელს შესაძლებელია, შესთავაზოს შემდეგი უფასო სერვისები:

14.1. სასაჩუქრე შეფუთვა, ალექსანდრიას ჩანთა და ალექსანდრიას სპეციალური შეფუთვა

ყველა შეკვეთა იგზავნება საჩუქრად შეფუთულ მდგომარეობაში, ბრენდის ჩანთით და ალექსანდრიას სპეციალური შეფუთვით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

14.2 მისალოცი/სასაჩუქრე ბარათი

თქვენ შეგიძლიათ თქვენი შეკვეთის პერსონალიზება პირადი ჩანაწერის დამატებით, რომელიც დაიბეჭდება ალექსანდრიას სასაჩუქრე ბარათზე თქვენ შეკვეთაში შემავალი თითოეული პროდუქტისთვის. ბრენდი იტოვებს უფლებას უარი განაცხადოს სასაჩუქრე ბარათზე წარწერის დატანაზე, თუ თვლის, რომ ტექსტის შინაარსი შეურაცხმყოფელია ან იგი შეუსაბამოა ალექსანდრიას ლოგოიანი საკანცელარიო ნივთებისთვის.

14.3. გრავირება / ამოტვიფვრა

გრავირება/ამოტვიფვრის სერვისი ხელმისაწვდომია კონკრეტულ მოდელებზე, როგორიცაა ბეჭედი, საათი, კალამი და ტყავის ნაწარმი. გრავიურის/ტვიფვრის სერვისი უფასოა გარკვეულ პროდუქტებზე, რაც აღნიშულია მათ გვერდზე, დასაშვები  სიმბოლოს რაოდენობისა და მისი განთავსების ადგილის მითითებით.

თუ გსურთ ალექსანდრიას თქვენი შენაძენის გრავირება ან ამოტვიფვრა, გთხოვთ, აღნიშნული დააფიქსიროთ პლატფორმაზე ან ბრენდის წარმომადგენელთან თქვენი შეკვეთის განთავსების დროს. გრავირებული ან ამოტვიფვრული ნაკეთობის დაბრუნება ან შეცვლა შეუძლებელია.

  1. ტრანსპორტირება

შეკვეთით განსაზღვრული პროდუქტის მიწოდება მომხმარებლისათვის ხორციელდება ალექსანდრიას მიერ ან კონტრაქტორი, მესამე პირის საშუალებით. მიწოდების სერვისს უზრუნველყოფს საკურიერო კომპანია ფედექსი (FEDEX) კომპანია (შემდგომში „კურიერი“). შეკვეთის ჩაბარება ხდება მომხმარებლის მიერ მითითებულ მისამართზე. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბრენდი არ აგზავნის პროდუქციას საფოსტო ყუთებს, სამხედრო ნაწილების ან სასტუმროების მისამართებზე. ალექსანდრია ვერ მოგცემთ გარანტიას, თუმცა იხმარს ყველა ღონეს იმისათვის, რომ მოგაწოდოთ პროდუქტი წესებითა და პირობებით განსაზღვრული მიწოდების მოცემული ვადების დაცვით:

მიწოდების სერვისიპროვაიდერიმიწოდების სავარაუდო დრომომხმარებლის გადასახდელი
სტანდარტულიFedEX2-3 სამუშაო დღეუფასო ყველა შეკვეთაზე
ექსპრესFedEX

1-2 სამუშაო დღე

(დამოკიდებულია მარაგის ხელმისაწვდომობაზე)

<499USD შენაძენზე – 35 USD

>500USD შენაძენზე – უფასო.

შეკვეთის მიწოდების დროის ათვლისას გთხოვთ, გაითვალისწინოთ კრედიტის დამტკიცების, მისამართის გადამოწმებისა და შეკვეთის დამუშავების დრო. მას შემდეგ, რაც შეკვეთა დამუშავდება და მზად იქნება გასაგზავნად, თქვენ მიიღებთ შეკვეთის დადასტურებას ელექტრონული ფოსტით.

ალექსანდრიას პლატფორმაზე ან კლიენტთა მომსახურების ცენტრის მეშვეობით განხორციელებული შეკვეთისას თქვენ პროფილში მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე მიიღებთ წერილს შეკვეთის ნომრით.

მოწოდებული თითოეული პაკეტი, თქვენ მიერ შეძენილი ბრენდის პროდუქტის გარდა, შეიცავს: (i) შეკვეთილ პროდუქტთან დაკავშირებულ აქსესუარს, ასეთის არსებობის შემთხვევაში; (ii) პროდუქტის გამოყენების შესაბამის  გზამკვლევს, საგარანტიო ბარათს და/ან ავთენტურობის დამადასტურებელ სერტიფიკატს (დამოკიდებულია პროდუქტის სახეობაზე); (iii) დაბეჭდილ მისალოც ბარათს, თქვენი მოთხოვნის შესაბამისად, (iv) დაბრუნების/გაცვლის ფორმას და წინასწარ გადახდილი დაბრუნების ეტიკეტს და (v) ინვოისს ფასის მითითების გარეშე.

ალექსანდრიას პლატფორმაზე ან კლიენტთა მომსახურების ცენტრის მეშვეობით განხორციელებული შეკვეთისას თქვენ პროფილში მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე მიიღებთ ინვოისს PDF ფორმატში. ასევე შესაძლებელია, ნებისმიერ დროს, მოგვიანებით მოითხოვოთ ინვოისი კლიენტთა მომსახურების ცენტრთან დაკავშირების გზით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული მოთხოვნის შესრულების მიზნით, შეიძლება  თქვენგან სათანადო იდენტიფიკაცია მოვითხოვოთ.

ალექსანდრია აზღვევს თითოეულ შეკვეთას ტრანზიტში ყოფნის პერიოდში, სანამ ის თქვენ არ ჩაგბარდებათ. ჩვენ ვითხოვთ ზრდასრული ადამიანის ხელმოწერას, პროდუქტის მიღების დასტურად, რა დროსაც პასუხისმგებლობა მიღებულ შეკვეთაზე სრულად გადმოდის თქვენზე. თუ მიმღებად მითითებულია მესამე პირი (მაგალითად, ნივთის საჩუქრად შეძენის შემთხვევაში), მაშინ გესმით და ეთანხმებით, რომ ამ მიმღების (ან მიწოდების ამ მისამართზე) ხელმოწერა წარმოადგენს მიწოდებისა ა  დასტურს და გაყიდვის ხელშეკრულების შესრულების მტკიცებულებას. შესაბამისად, პასუხისმგებლობა გადადის მესამე პირზე იმავე პირობებით, შეკვეთა თქვენ რომ ჩაგებარებინათ.

  1. დაბრუნების პოლიტიკა

 

თქვენი სრული კმაყოფილების უზრუნველსაყოფად, მომხმარებელს ან ალექსანდრიას პროდუქტების საჩუქრად მიმღებ პირს („საჩუქრის მიმღები“) შეუძლია დააბრუნოს პროდუქტები ქვემოთ წარმოდგენილი დაბრუნებისა და გაცვლის პოლიტიკის შესაბამისად. ალექსანდრიამ შესაძლებელია,  უარი განაცხადოს პროდუქტების დაბრუნებაზე, თუ ეს უკანასკნელი არ შეესაბამება ქვემოთ ჩამოთვლილ პირობებს და ვადებს. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, შეკვეთა დაუბრუნდება მომხმარებელს ან საჩუქრის მიმღებს.

16.1. დაბრუნების პერიოდი

ალექსანდრიას ქმნილებები (ნაწარმი), რომლებიც შეძენილია ონლაინ პლატფორმის ან უშუალოდ ტელეფონით კლიენტთა მომსახურების ცენტრის მეშვეობით, შეიძლება გაიცვალოს ან დაბრუნდეს თანხის დაბრუნების ან საქონლის კრედიტისთვის მიწოდებიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში. გთხოვთ, გათვალოთ მაქსიმუმ თოთხმეტი (14) სამუშაო დღე თანხის სრულად დასაბრუნებლად, თუ ეს შესაძლებელია. დასაბრუნებელი საქონელი წარმოდგენილი უნდა იყოს ორიგინალურ შეფუთვაში და თან ახლდეს შესაბამისი გაყიდვების ქვითარი.

გრავირებული, ამოტვიფრული, პერსონალიზირებული ან სპეციალური შეკვეთით,  ასევე კონკრეტულად თქვენთვის დამზადებული ქმნილებები და ნივთები, რომლებიც ავლენენ მოხმარების კვალს, არ ექვემდებარება გაცვლას და დაბრუნებას.

ყველა დაბრუნება და გაცვლა ექვემდებარება ქვემოთ მოცემულ შემდგომ პირობებს.

 

16.2. დაბრუნების პროცესი

პროდუქტები, რომლებიც შეძენილია ონლაინ პლატფორმის ან კლიენტთა მომსახურების ცენტრის მეშვეობით, შეიძლება დაბრუნდეს ალექსანდრიას სადისტრიბუციო ცენტრში შემდეგ მისამართზე: საქართველო თბილისი რაფაელ აგლაძის 11 ბ48, გთხოვთ  მოითმინოთ რამდენიმე სამუშაო დღე, რათა მოხდეს თქვენს საბანკო ანგარიშზე დაბრუნებული თანხის ასახვა.

თუ მომხმარებელს ან საჩუქრის მიმღებს სურს პროდუქტის უკან დაბრუნება, უნდა შეასრულოს შემდეგი ნაბიჯები:

  • დარეკოს კლიენტთა მომსახურების ცენტრში ნომერზე +995596332288, მოითხოვოს დაბრუნების ავტორიზაციის ნომერი (RAN). ეს ნომერი აუცილებელია ნივთის დაბრუნებამდე, თუ შეკვეთა ონლაინ პლატფორმის ან კლიენტთა მომსახურების ცენტრის მეშვეობით განხორციელდა;
  • შეავსოს საჭირო ინფორმაცია, დაბრუნების/გაცვლის ფორმაზე მიუთითოს დაბრუნების ავტორიზაციის ნომერი (RAN);
  • დაბრუნებული საქონელი უნდა იყოს იმ მდგომარეობაში რა მდგომარეობაშიც გაიყიდა, ორიგინალი შეფუთვით და იარლიყით. პროდუქტს თან უნდა დაურთოს  შევსებული დაბრუნების/გაცვლის ფორმა,  ყველა აქსესუარი, მომხმარებლის სახელმძღვანელო, საგარანტიო ბარათი და ყველა სხვა დოკუმენტი, რომელსაც მისი შეკვეთა შეიცავდა;
  • დალუქოს მიწოდების პაკეტი და მიამაგროს მასზე წინასწარ გადახდილი მიტანის ეტიკეტი;
  • მიიტანოს პაკეტი Fedex-ის ნებისმიერ ადგილას ან დაუკავშირდეს Fedex-ს ნივთის ტრანსპორტირებისთვის.

თუ მომხმარებელი ან საჩუქრის მიმღები გადაწყვეტს შეძენილი ნივთის დაბრუნებას 30 დღის განმავლობაში, ალექსანდრია და მომხმარებელი ან საჩუქრის მიმღები, გარემოებებიდან გამომდინარე, თანხმდებიან, რომ ალექსანდრია ინარჩუნებს განსაკუთრებულ ინტერესს საქონლის მიმართ და, შესაბამისად, შეიძენს დაზღვევას დაბრუნებულ საქონელზე. ბრენდი არ არის ვალდებული განახორციელოს აღნიშნული, მაგრამ ამ ინიციატივას მომხმარებლის ან საჩუქრის მიმღების მოხერხებულობისთვის იჩენს.

მომხმარებელმა ან საჩუქრის მიმღებმა, გარემოებებიდან გამომდინარე, უნდა შეინახოს დაბრუნების გადაზიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი და FedEx-ის თრექინგის ნომერი. ალექსანდრია იხსნის პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაში, თუ ასეთი მტკიცებულებები ვერ იქნება წარმოდგენილი. მხოლოდ ალექსანდრიას ონლაინ სადისტრიბუციო ცენტრის მიერ მიღებული საქონელი დაიშვება თანხის დაბრუნებაზე ან გაცვლაზე. დაბრუნების მოთხოვნის მიღებისთანავე, თუ ბრედნი დაადასტურებს, რომ დაბრუნებული პროდუქტი აკმაყოფილებს დაბრუნების პოლიტიკის პირობებს, ალექსანდრია დაიწყებს შესაბამისი თანხის დაბრუნების ან პროდუქტის გაცვლის პროცესს.

16.3. პროდუქტის დაბრუნების პირობები

დაბრუნებული საქონელი უნდა იყოს იმ მდგომარეობაში რა მდგომარეობაშიც გაიყიდა, ორიგინალი შეფუთვით და იარლიყით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ახალ და გამოუყენებელ მდგომარეობაში. პროდუქტს თან უნდა დაერთოს  შევსებული დაბრუნების/გაცვლის ფორმა,  ყველა აქსესუარი, მომხმარებლის სახელმძღვანელო, საგარანტიო ბარათი და ყველა სხვა დოკუმენტი, რომელსაც მისი შეკვეთა შეიცავდა;

ალექსანდრია არ მიიღებს დაბრუნებას, თუ პროდუქტს აქვს ცვეთის, ან გამოყენების კვალი ან, რაიმე ფორმით, შეცვლილია მისი თავდაპირველი მდგომარეობა.

საათის სამაჯურები, რომლებიც მორგებულია მომხმარებლის მოთხოვნებს, უნდა დაბრუნდეს ზუსტად იმავე რაოდენობის ბმულით, როგორის გაიყიდა.

გრავირებული, ამოტვიფრული, პერსონალიზირებული ან სპეციალური შეკვეთით,  ასევე კონკრეტულად თქვენთვის დამზადებული ქმნილებები და ნივთები, არ ექვემდებარება დაბრუნებას  გადაცვლის,  ან თანხის ანაზღაურების მიზნით .

ყველა პროდუქტის დაბრუნება ექვემდებარება ხარისხის მკაცრ კონტროლს (QC) ალექსანდრიას მიერ, რათა დადასტურდეს, რომ დაბრუნებული პროდუქტები აკმაყოფილებს წინამდებარე მოთხოვნებს. თუ პროდუქტები არ აკმაყოფილებს ხარისხის კონტროლის სტანდარტებს, ალექსანდრია უარს განაცხადებს დაბრუნებაზე და შეკვეთა დაუბრუნდება, შესაბამისად, მომხმარებელს ან საჩუქრის მიმღებს. თუ ბრედნი დაადასტურებს, რომ დაბრუნებული პროდუქტი აკმაყოფილებს ხარისხის კონტროლოს და წინამდებარე პოლიტიკის პირობებს, ალექსანდრია დაიწყებს შესაბამისი თანხის დაბრუნების ან პროდუქტის გადაცვლის პროცესს.

 

16.4. თანხის დაბრუნება

მას შემდეგ, რაც მომხმარებლის ან საჩუქრის მიმღების მიერ მოხდება შეკვეთის დაბრუნება ალექსადრისა ცენტრში, მხოლოდ მომხმარებელს აქვს თანხის დაბრუნების უფლება, საჩუქრის მიმღებს – არა.

თუ მომხმარებლის მიერ პროდუქტის დაბრუნების პირობები შეესაბამება წინამდებარე პოლიტიკის პირობებს, ალექსანდრია მიმართავს გონივრულ ძალისხმევას, რომ დაბრუნებული პროდუქტის ღირებულება უკან დაუბრუნეს მომხმარებელს ბრენდის მიერ პროდუქტის მიღებიდან მომდევნო 14 (თოთხმეტი) საბანკო დღის განმავლობაში, იმავე საბანკო ან Paypal-ის ანგარიშზე რომლითაც განახორციელეთ შესაბამისი პროდუქტისათვის პირველადი, საწყისი გადახდა. დეფექტური პროდუქტის ტრანსპორტირების გარდა, მიწოდების საწყისი საფასური არ აუნაზღაურდება მომხმარებელს.

 

16.5. გადაცვლა

მომხმარებელს და საჩუქრების მიმღებებს შეიძლება მიეცეთ საშუალება, გადაცვალონ პლატფორმის ან სატელეფონო კავშირის მეშვეობით შეძენილი პროდუქტი ალექსანდრიას სხვა პროდუქტზე მიწოდებიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში, თუ გასაცვლელი პროდუქტი აკმაყოფილებს დაბრუნების პოლიტიკის პირობებს.

ალექსანდრია მომხმარებელს, პროფილში მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე, გაუგზავნის ინვოისს pdf ფორმატში. ინვოისი მოიცავს ინფორმაციას დაბრუნებული პროდუქტის ღირებულების, ასევე იმ ნაკეთობის ფასის შესახებ, რომელზეც გადაიცვალა ორიგინალი პროდუქტი. დოკუმენტში აღნიშნული იქნება თანხობრივი სხვაობა გადასაცვლელი და გადაცვლილი (ახალ) პროდუქტის ღირებულებებს შორის.

მომხმარებლის და საჩუქრების მიმღებების მიერ ნივთის დაბრუნებისას ალექსანდრიას ცენტრში მის: საქართველო თბილისი რაფაელ აგლაძის 11 ბ48 თუ გადასაცვლელი პროდუქტი გადაცვლილ (ახალ) პროდუქტზე ძვირია, მათ აქვს თანხის დაბრუნების უფლება; ხოლო თუ ახალი ნივთი წინა შეკვეთაზე იაფია, მაშინ როგორც მომხმარებელს, ასევე საჩუქრის მიმღებს შეუძლია, თანხის სხვაობის დამატება.

 

16.6 დეფექტური პროდუქტები

ალექსანდრია ყველაფერს აკეთებს, იმის უზრუნველსაყოფად, რომ თითოეული პროდუქტი მკაცრად შეესაბამებოდეს ჩვენი ხარისხის კრიტერიუმებს და ნაწარმმა წამატებით გაიაროს ყველა კონტროლი, როგორც ტექნიკური, ასევე ესთეტიური.

მიუხედავად ამისა, თუ მაინც მიიღებთ პროდუქტს, რომელიც, შეიძლება იყოს დაზიანებული, შეგიძლიათ, დაუბრუნოთ ის ბრენდს დაბრუნების პოლიტიკის შესაბამისად. დაბრუნებისთანავე, ალექსანდრიამ შესაძლებელია, დაბრუნებული პროდუქტი შეაფასოს დეფექტურ პროდუქტად. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ნივთები, რომლებიც დაზიანდა მოხმარებისა და ცვეთის შედეგად, არ ჩაითვლება დეფექტურად.

თუ ბრედნი დაადასტურებს, რომ დაბრუნებული პროდუქტი დეფექტურია, ალექსანდრია მომხმარებელს შესთავაზებს შემდეგ ნაბიჯებს:

  • ალექსანდრია გამოგიგზავნით ზუსტად იგივე ზომის და ფორმის პროდუქტი, თუ ეს უკანასკნელი ხელმისაწვდომია;
  • მომხმარებელს შეუძლია დეფექტური ქმნილება გადაცვალოს მის ექვივალენტურ ან უფრო მაღალი ღირებულების სხვა ნივთში. ასეთ შემთხვევაში მოხდება, საწყისი ფასის გამოკლება და მომხმარებელს მხოლოდ სხვაობის ანაზღაურება მოუწევს.
  • მხოლოდ თავად მყიდველს შეუძლია, მოითხოვს პირველადი შესყიდვის ღირებულების სრული ანაზღაურება.
  1. შეკეთება

 

შეკეთებასთან დაკავშირებულ ნებისმიერი  შეკითხვის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს კლიენტთა მომსახურების ცენტრს ელექტრონული ფოსტით: contact@alexandria.ge

  1. საჩუქრები

 

თუ თქვენ ალექსანდრიას პროდუქტს სასაჩუქრედ ყიდულობთ, ინვოისს  pdf ფორმატში მიიღებთ თქვენ ელექტრონული ფოსტის თქვენს მისამართზე, (ალექსანდრია არასოდეს გაუგზავნის ინვოისს და გადახდის დეტალებს საჩუქრის მიმღებს).

  1. პროდუქტის აღწერილობა

ჩვენ ვცდილობთ უზრუნველვყოთ, რომ ინფორმაცია, მათ შორის პროდუქტის აღწერილობა, ზომები და ფერები, რომელსაც გაწვდით კლიენტთა მომსახურების ცენტრი, ან რომელიც წარმოდგენილია პლატფორმაზე, რეკლამებსა ან კატალოგებში იყოს ზუსტი და სრული. თუმცა, ალექსანდრია არ არის პასუხისმგებელი, ყოველგვარი აშკარა ან ნაგულისხმევი გარანტიის გარეშე, საიტზე არსებულ აღწერაში, ფასში, ფოტოსა თუ გრაფიკულ გამოსახულებაში არსებულ შეუსაბამობებზე.

  1. შეზღუდული პასუხიმგებლობა

მოქმედი კანონმდებლობით ნებადართული უმაღლესი ზომის შესაბამისად,  ალექსანდერია უარს აცხადებს და გამორიცხავს ნებისმიერ სხვა აშკარა ან ნაგულისხმევ წესს, პირობას და გარანტიას პროდუქტთან ან ნებისმიერ შეკვეთასთან დაკავშირებით, რომელიც განხორციელდა პლატფორმის ან კლიენტთა მომსახურების ცენტრის მეშვეობით, ეფუძნება იგი მანამდე არსებულ საქმისწარმოების, გამოყენების თუ სავაჭრო პრაქტიკას.

წინამდებარე გაყიდვის პირობებში არაფერი ზღუდავს ან გამორიცხავს ჩვენს პასუხისმგებლობას ნებისმიერი პასუხისმგებლობისგან, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობა არ ზღუდავს, ან არ გამორიცხავს.  წინა წინადადების გათვალისწინებით, აღნიშნული გაყიდვების პირობების მიხედვით, ჩვენი ერთობლივი პასუხისმგებლობა თქვენ წინაშე თქვენ მიერ განხორციელებული ნებისმიერი შეკვეთისთვის, იქნება ეს კონტრაქტით,  კანონისმიერი ვალდებულებით (დაუდევრობის ჩათვლით),  ან სხვაგვარად წარმოქმნილი,  მაშინაც კი, თუ გაგვაფრთხილეს ასეთი ზიანის შესაძლებლობის თაობაზე არ შეიძლება აღემატებოდეს თქვენი შეკვეთის ღირებულების ას პროცენტს (100%).

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ზოგიერთ იურისდიქციაში მომხმარებელთა დაცვის კანონმდებლობა, შეიძლება, არ ითვალისწინებდეს კონკრეტულ გამონაკლისებს, გარანტიის შეზღუდვებსა თუ პასუხისმგებლობას, შესაბამისად, ზოგიერთი ზემოაღნიშნული გამონაკლისი და შეზღუდვა შესაძლებელია, არ იყოს მოქმედი.

 

 

 

  1. ზოგადი დებულებები

 

იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე გაყიდვების პირობების რომელიმე დებულება ან დებულების ნაწილი აღმოჩნდება ბათილი, უკანონო, კანონიერი ძალის არმქონე ან არააღსასრულებადი, ეს დებულება ან დებულების ნაწილი აღარ იარსებებს და მას არ ექნება გავლენა გაყიდვების პირობების სხვა დებულებების ნამდვილობაზე, კანონიერებაზე, მის იურიდიულ ძალასა და აღსრულებადობაზე.

წინამდებარე გაყიდვების პირობები (და მასთან დაკავშირებული ტერმინები) წამოადგენს ერთიან და მთლიან შეთანხმებას თქვენსა და ჩვენ შორის პროდუქციის ან მომსახურების შეკვეთასთან დაკავშირებით და ანაცვლებს ან აბათილებს ყველა წინარე და პარალელურ რეჟიმში განხორციელებულ კომუნიკაციას, ხელშეკრულებას ან ხელშეკრულების პროექტს, შეთანხმებას, ვალდებულებასა, თუ ნებისმიერი სახის გირაოს ხელშეკრულებას, ასევე წერილობით ან ზეპირ განცხადებებსა და გარანტიებს.

ალექსანდრია არ არის პასუხიმგებელი წინამდებარე გაყიდვის პირობების შესაბამისად ჩვენი ნაკისრი ვალდებულებების არ ან დროულად ვერ შესრულებაზე, რომელიც წარმოიქმნება ნებისმიერი მიზეზით, რომელიც არ არის ჩვენ მიერ კონტროლირებადი.

თუ ალექსანდრია არ ახდენს რეაგირებას წინამდებარე გაყიდვების პირობების რომელიმე დებულების დარღვევაზე, ეს ფაქტი არ უნდა იქნას განხილული, როგორც უარის თქმა სხვა ან შემდგომ გადაცდომაზე პასუხისგების მოთხოვნაზე.

წინამდებარე კონტრაქტი წარმოადგენს შეთანხმებას თქვენსა და ჩვენ შორის. სხვა არცერთ პირს აქვს უფლება, აღასრულოს მისი რომელიმე პირობა. თუმცა, თუ თქვენ ყიდულობთ პროდუქტს საჩუქრად, საჩუქრის მიმღებს ექნება ალექსანდრიას მოქმედი გარანტიით სარგებლობის შესაძლებლობა.

 

  1. მოქმედი კანონმდებლობა და იურისდიქცია

 

წინამდებარე გაყიდვების წესები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით და უნდა განიმარტოს მის შესაბამისად, მიუხედავად იმისა, თქვენ ცხოვრობთ თუ არა საქართველოში. ალექსანდრიას წინააღმდეგ მიმართული ყოველგვარი სარჩელი და ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიშვება ან დაკავშირებულია  ამ გაყიდვების წესებთან ან/და დებულებებთან, თქვენ მიერ უნდა წარედგინოს მხოლოდ საქართველოს სასამართლოებს.
თქვენ თანხმობას აცხადებთ საქართველოში არსებული სასამართლოების განსჯადობასა და ადგილმდებარეობაზე იმ თვალსაზრისით, რომ ალექსანდრია თავის ყოველგვარი სარჩელს თქვენ წინააღმდეგ, რაც წარმოიშვება ან დაკავშირებულია ამ გაყიდვების წესებთან, წარუდგენს საქართველოს სასამართლოებს.

წესებსა და პირობებთან ან მის ინტერპრეტაციასთან/განმარტებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა ან უთანხმოება უნდა გადაწყდება მხარეებს შორის მოლაპარაკების გზით,  თუ მხარეები 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში შეთანხმებას ვერ მიაღწევენ მოლაპარაკების გზით, თითოეული მხარე უფლებამოსილია მიმართოს და დავას განიხილავს საქართველოს საერთო სასამართლოები. აღნიშნული წარმოადგენს სასამართლოსთვის მიმართვის წინაპირობას.

ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, ჩვენი შეხედულებისამებრ შევიტანოთ ცვლილებები წინამდებარე გაყიდვების პირობებში ნებისმიერ დროს და წინასწარი შეტყობინების გარეშე.

23. გარანტია

გარანტია საიუველირო ნაკეთობაზე მოქმედებს საიუველირო ნაკეთობის სწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში. საიუველირო ნაკეთობის ექსპლუატაცია უნდა მოხდეს ისეთ პირობებში, რომელიც გამორიცხავს მის მექანიკურ დაზიანებას, ასევე ურთიერთმოქმედებას ტუტოვან გამწმენდ საშუალებებთან, ნივთიერებებთან, რომლებიც შეიცავენ ქლორს და/ან იოდს, კრემთან და მალამოსთან, რომლებიც შეიცავენ ვერცხლისწყალს ან მის ნაერთებს. ჩანართების მქონე საიუველირო ნაკეთობის ექსპლუატაციის შემთხვევაში, თავიდან აცილებული უნდა იქნას ნაკეთობაზე სწრაფად ცვალებადი ტემპერატურების ზემოქმედება.