1. კონფიდენციალურობის პოლიტიკა

 

ბრენდის ,,ალექსანდრია” იურიდიული მისამართია: საქართველო, თბილისი, რაფაელ აგლაძის 11, წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში  გამონათქვამების -,,ბრენდი ალექსანდრია“, ,,ჩვენი ბრენდი“, ,,ბრენდი“, (მათ შორის ნაცვალსახელების -,,ჩვენ“ და ,,ჩვენი“) გამოყენებისას ნაგულისხმებია ბრენდის სათაო ოფისი, მითითებულ იურიდიულ მისამართზე და მასთან აფილირებული მხარეების და მაღაზიები .


გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკას, რომელიც აღწერს იმ ინფორმაციასთან მოპყრობას, (შეგროვება, გამოყენება, გადაცემა, გავრცელება) რომელსაც ჩვენ გავროვებთ თქვენგან და თქვენ შესახებ, მაშინ როდესაც ჩვენს ვებგვერდს სტუმრობთ, ან იყენებთ ჩვენს მობილურ აპლიკაციებსა და სხვა ციფრულ პლატფორმებს (შემდგომში „პლატფორმები“), როდესაც სტუმრობთ ალექსანდრიას მაღაზიას, ტელეფონით უკავშირდებით ბრენდის წარმომადგენელს, ან როცა ჩვენთან ურთიერთობთ სოციალური მედიის პლატფორმების საშუალებით, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შემდგომში ასევე გამოიყენება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის. წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა ასევე განმარტავს, თუ როგორ ვაგროვებთ ინფორმაციას ქუქიების და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების მეშვეობით, როდესაც თქვენ ჩვენს პლატფორმებს სტუმრობთ.

ჩვენს მიერ პროდუქტების შემოთავაზებისას, იქნება ეს ონლაინ ან სატელეფონო კავშირისას ბრენდის კლიენტებთან ურთიერთობის ცენტრის მეშვეობით, თქვენ უნდა გაეცნოთ გაყიდვების მოქმედ პირობებს, რომელიც არეგულირებს ნებისმიერი ასეთი შესყიდვის წესებსა და პირობებს.

1.1 ცვლილებები და დამატებები წინამდებარე  კონფიდენციალურობის პოლიტიკაში:

 

ბრენდი ალექსანდრია იტოვებს უფლებას, დროდადრო შეიტანოს ცვლილებები, და შესწორებები წინამდებარე სამომხმარებლო წესებსა და პირობებში, ვებ-გვერდზე შესაბამისი ინფორმაციის განთავსების გზით.

 

1.2 რა ინფორმაციას ვაგროვებთ თქვენგან და რა მიზნით?

 

თქვენგან ინფორმაციას შემდეგი სახით გაგროვებთ:

 

  • პლატფორმების ზოგიერთი ფუნქციების გამოსაყენებლად მოითხოვება რეგისტრაცია. რეგისტრაციის დროს თქვენ გვაწვდით გარკვეული სახის პირად ინფორმაციას, როგორიცაა: თქვენი სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტა, საფოსტო მისამართი  და ტელეფონის ნომერი ამ მოქმედებით ბრენდს აძლევთ უფლებამოსილებას, გაგიწიოთ თქვენ მიერ შერჩეული მომსახურება.
  • პროდუქტებს ონლაინ ან ტელეფონით შეძენისას ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას, როგორიცაა თქვენი შესყიდვის დეტალები და შესაბამისი გადახდის მონაცემები. გარდა ამისა, თქვენგან პერსონალურ ინფორმაციას ვაგროვებთ, როდესაც მიმოწერას აწარმოებთ ჩვენთან (მაგალითად, ერთ-ერთი პროდუქტის ან სერვისით დაინტერესების შემთხვევაში), როდესაც ბრენდის მაღაზიის მონახულებისას გვიზიარებთ თქვენს მონაცემებს,  ან ტელეფონით ესაუბრებით ალექსანდრიას წარმომადგენელს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ  სატელეფონო საუბარი იწერება უსაფრთხოების, ტრენინგის, განვითარების და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით;
  • თუ ბრენდთან საურთიერთოდ სოციალური მედიის პლატფორმას ან სხვა მესამე მხარის სერვისის ირჩევთ,  ჩვენ იმ ინფორმაციას შევაგროვებთ, რომელსაც თქვენ ამ პლატფორმების უზიარებთ;
  • თუ სხვა პირისთვის საჩუქრად უკვეთავთ პროდუქტს, შესაძლოა მოგთხოვოთ ამ პირის სახელი და გვარი, პირადი ნომერი, საფოსტო მისამართი და ტელეფონის ნომერი, რათა საჩუქრის მიმღებისთვის მიტანა შევძლოთ.
  • ასევე ავტომატურად ვაგროვებთ გარკვეულ ინფორმაციას ჩვენი პლატფორმის ვიზიტორების შესახებ, რომელიც აღწერილია ქვემოთ მოცემულ განყოფილებაში სახელწოდებით “ქუქი-ფაილები და სხვა ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ავტომატურად ვაგროვებთ”;

1.3.მონაცემების გამოყენება

ალექსანდრია შეგროვებულ მონაცემებს იყენებს სხვადასხვა მიზნით:

  • თქვენთან საურთიერთოდ;
  • შესყიდვისა და შეკეთების შეკვეთების სამართავად და შესასრულებლად; მიწოდების განსახორციელებლად; გაყიდვების შემდგომი მომსახურების მისაწოდებლად;
  • ჩვენი ანგარიშების და ჩანაწერების სამართავად;
  • თქვენი შეკითხვების და თხოვნების საპასუხოდ და მომხმარებლების დასახმარებლად;
  • თქვენთვის ინფორმაციის გასაზიარებლად, მათ შორის, სიახლეების, განცხადებების და ადმინისტრაციული შეტყობინებების, როგორიცაა შეკვეთის დადასტურება;
  • იმ სერვისებისა და პროდუქტების იდენტიფიცირებისთვის, რომლებიც ანალოგიურია თქვენგან უკვე შეძენილის ან მოთხოვნილი პროდუქციისა და მომსახურების;
  • ალექსანდრიასთან და ჩვენს პარტნიორ მესამე პირებთან დაკავშირებული მარკეტინგული კომუნიკაციის გამოსაგზავნად (მათ შორის ელ. ფოსტა და სოციალური მედიის სამიზნე აუდიტორიისთვის განკუთვნილი სარეკლამო მასალა), რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს თქვენი ინტერესის სფეროს, იმ შემთხვევის გამოკლებით, თუ მსგავსი ინფორმაციის მიღებაზე უარს ამბობთ (იხ. ქვემოთ მოცემული ქვეთავი „თქვენი არჩევანი“ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, თუ როგორ შეგიძლიათ მართოთ აღნიშნული განახლებები);
  • ეფექტური მარკეტინგული აქტივობების შესამუშავებლად და განსახორციელებლად, ჩვენი ბიზნესის განსავითარებლად;
  • კლიენტების გადახდების განსახორციელებლად და სამართავად;
  • ფინანსური დანაშაულის, თაღლითობის, ან სხვა უკანონო ქმედებების გამოსავლენად და აღსაკვეთად, ჩვენი და ჩვენი მომხმარებლების რისკების სამართავად;
  • მომხმარებელთა მიერ ჩვენი პლატფორმებს გამოყენების შესასწავლად, ინფორმაციის შესაგროვებლად და დასამუშავებლად რათა მუდმივად გავაუმჯობესოთ ალექსანდრიას ბრენდი, მისი პლატფორმები, პროდუქტების, მომსახურება და შეთავაზებები.

ნაკისრი უფლებებისა და ვალდებულებების განსახორციელებლად;

 

ჩვენი მომსახურების გამოყენების მონიტორინგისთვის/მეთვალყურეობისთვის;

 

 

 

1.4. ქუქი-ფაილები და სხვა ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ავტომატურად ვაგროვებთ

პლატფორმათა უმეტესობის მსგავსად, ალექსანდრია იმახსოვრებს IP მისამართებს და იყენებს ქუქი-ფაილებს და მსგავს ტექნოლოგიებს,  რომლებიც საშუალებას გვაძლევს შევაგროვოთ ინფორმაცია მომხმარებლის და მომხმარებლის ქცევის შესახებ. დამატებით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ იყენებს ბრენდი ქუქი-ფაილებს და მსგავს ტექნოლოგიებს, გაეცანით ქუქი-ფაილების ჩვენს მიმოხილვაში.

 

1.5. რა არის ქუქი-ფაილები?

ქუქი-ფაილები არის მცირე ზომის ტექსტური ფაილები, რომლებიც ინახება თქვენს კომპიუტერში, პლანშეტსა თუ მობილურ ტელეფონში. ისინი საშუალებას აძლევს პლატფორმებს, რომ დაგიმახსოვროთ თქვენ და ის, თუ როგორ გამოიყენეთ პლატფორმა თითოეული ვიზიტისას. ქუქი-ფაილები ფართოდ გამოიყენება იმ მიზნით, რომ ვებსაიტი ფუნქციონირებდეს, ან ფუნქციონირებდეს უფრო ეფექტიანად, აგრეთვე უზრუნველყოს ინფორმაცია პლატფორმის მფლობელებისთვის.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენ მიერ თქვენთვის მომსახურების  გაწევას და საშუალებას აძლევს პლატფორმას დაიმახსოვროს წარსულში გაკეთებული თქვენი არჩევანი და შევსებული ინფორმაცია (მაგ. რომელი ენა გირჩევნიათ). თქვენ მიერ წარსულში ჩვენი პლატფორმების გამოყენების საფუძველზე, ალექსანდრია იყენებს ქუქი-ფაილებს ინფორმირების და ოპტიმიზაციისთვის. ჩანაწერები  გვეხმარება თქვენი ონლაინ აქტივობის დადგენაში, რათა მოგაწოდოთ თქვენთვის მეტად შესაბამისი შეთავაზება ან შეგიზღუდოთ რეკლამის ნახვის რაოდენობა.

ჩვენ ვსარგებლობთ შემდეგი სახის  ქუქი-ფაილებით:

  • პირველი მხარის ქუქი-ფაილები – იგზავნება ჩვენ მიერ თქვენს კომპიუტერზე ან მობილურ მოწყობილობაზე; მათ მხოლოდ Ⴀleqsandria იყენებს თქვენი კომპიუტერის ან მობილური მოწყობილობის ამოსაცნობად, ჩვენს პლატფორმაზე ხელახლა ვიზიტისას;
  • მესამე მხარის ქუქი-ფაილები, – უზრუნველყოფილია ჩვენთვის მესამე მხარის მიერ. ჩვენ ვიყენებთ მესამე მხარის ქუქი-ფაილებს ფუნქციონალობის, ეფექტურობის / ანალიზის, რეკლამისა და სოციალური მედიის მიზნებისთვის.

 

ქუქი-ფაილები შეიძლება დარჩეს თქვენს კომპიუტერში, ან მობილურ მოწყობილობაში დროის სხვადასხვა ხანგრძლივობით. ზოგიერთი ქუქი-ფაილი არის „სესიის ქუქი“, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი არსებობენ მხოლოდ მაშინ, როდესაც თქვენი ბრაუზერი გახსნილია. სესიის ქუქი-ფაილები ავტომატურად წაიშლება, როგორც კი დახურავთ ბრაუზერს. სხვა ქუქი-ფაილები არის “მუდმივი ქუქი-ფაილები”, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი არსებობენ მას შემდეგაც, როდესაც თქვენი ბრაუზერი დაიხურება. მუდმივი ქუქი-ფაილები შეიძლება გამოყენებული იყოს ვებსაიტის მიერ თქვენი კომპიუტერის ამოსაცნობად, როდესაც გახსნით ბრაუზერს და კვლავ შეხვალთ ვებ-საიტზე.

 

1.6. რა ტიპის ქუქი-ფაილებს ვიყენებთ?

ჩვენ ვიყენებთ შემდეგი სახის ქუქი-ფაილებს:

 

ქუქი-ფაილების ტიპები

 

მათი დანიშნულება

ძირითადი დანიშნულების
ქუქი-ფაილები

ეს ქუქი-ფაილები არსებითად მნიშვნელოვანია ჩვენს პლატფორმებზე ხელმისაწვდომი მომსახურების მისაღებად, ასევე პლატფორმების გარკვეული ფუნქციების გამოსაყენებლად, როგორიცაა დაცულ არეებზე წვდომა. ამ ქუქი-ფაილების გარეშე, სერვისები, რომლებსაც თქვენ მოითხოვთ, როგორიცაა ტრანზაქციული გვერდები და შესვლის დაცული ანგარიშები, არ იქნებოდა შესაძლებელი.

ფუნქციური
ქუქი-ფაილები

ეს ქუქი-ფაილებიები გამოიყენება ალექსანდრიას პლატფორმის მუშაობის და ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად. ისინი იწერენ ინფორმაციას თქვენი პრიორიტეტების შესახებ, რაც საშუალებას გვაძლევს, პლატფორმები თქვენს ინტერესებს მოვარგოთ.

მაგალითად, ეს ქუქი-ფაილები მომხმარებელს საშუალებას აძლევს შეარჩიოს ენის, პროდუქციის და სხვა სახის პარამეტრები.

 

მონაცემთა ანალიზის
ქუქი-ფაილები

 

ეს არის ჩანაწერები, რომლებსაც ვიყენებთ ჩვენი პლატფორმით  სარგებლობის შესწავლისათვის, მათი ფუნქციების გაუმჯობესების მიზნით. 

ამ სახის ქუქები საშუალებას გვაძლევს, მივიღოთ ინფორმაცია ბრენდის პლატფორმების ინდივიდუალურ მომხმარებელთა რაოდენობის შესახებ; მოვახდინოთ იდენტიფიკაცია, რომელი პლატფორმების ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მოხვდნენ ჩვენს პლატფორმაზე; ვიცოდეთ რომელ გვერდებს ესტუმრნენ აღნიშნულ პლატფორმაზე შემოსვლისას. ჩვენ ასევე ვიყენებთ ამ ქუქებს მომხმარებელთა იდენტიფიცირებისთვის და მათ ქცევის გასაანალიზებლად, როდესაც ისინი ალექსანდრიას ანგარიშზე შემოდიან.

აღნიშნული ჩანაწერები საშუალებას გვაძლევს, სწორად განვსაზღვროთ მედია კონტენტი და დავგეგმოთ ვიზიტორებზე გათვლილი ეფექტიანი სარეკლამო კამპანია (იქნება ეს მარკეტინგი პირდაპირი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, თუ სხვა ონლაინ რეკლამები), რამდენადაც ეს ნებადართულია ქუქების პარამეტრებით.

მონაცემთა ანალიზის ქუქი-ფაილები გამოიყენება პლატფორმის ეფექტიანად  ფუნქციონირებისთვის, პლატფორმაზე აქტივობის დონის მონიტორინგისა და ფართო დემოგრაფიული მონაცემების შესაგროვებლად.

სარეკლამო ქუქი-ფაილები

სარეკლამო ქუქი ფაილები გამოიყენება თქვენთვის და თქვენი ინტერესებისთვის უფრო შესაბამისი რეკლამის მოსაწოდებლად, როდესაც ბრენდის პლატფორმაზე ან მასზე განთავსებულ რეკლამებზე შედიხართ.  ეს ინფორმაცია გამოიყენება სიხშირის შეზღუდვის მიზნით, რათა თავიდან იქნეს აცილებული ერთი და იგივე რეკლამის მრავალჯერ ჩვენება, აგრეთვე სარეკლამო და პრომო-კამპანიების ეფექტიანობის შესაფასებლად.

ისინი, როგორც წესი, ჩვენი ნებართვით განთავსებულია სარეკლამო კომპანიების მიერ. ეს ქუქი-ფაილები საშუალებას აძლევს ამ კომპანიებს, რომ თვალი ადევნონ თქვენს საქმიანობას სხვადასხვა საიტებზე, სადაც ისინი წარმოადგენენ რეკლამებს ქუქები.  

 

 

სოციალური მედიის

ქუქი- ფაილები

ეს ქუქები მომხმარებლებს  აძლევს საშუალებას, მესამე მხარის სოციალური მედიის და სხვა პლატფორმების მეშვეობით, გააზიარონ გვერდები და ინფორმაცია. კომპანიებს, რომლებიც გზავნიან ამ ქუქი-ფაილებს, შეუძლიათ თქვენი ინფორმაცია სხვა პლატფორმებზე სამიზნე რეკლამის მოსაწოდებლად გამოიყენონ.

 

1.7. როგორ ვაკონტროლოთ ან წავშალოთ ქუქი-ფაილები?

ჩვენ ვიყენებთ უმნიშვნელო ქუქი-ფაილებს, თქვენი თანხმობის საფუძველზე. თქვენ უფლება გაქვთ, შეზღუდოთ ქუქი-ფაილებზე წვდომა  ან დაბლოკოთ ისინი ჩვენს პლატფორმაზე და ჩვენ ქვევით განვმარტავთ, თუ როგორ უნდა განახორციელოთ ეს უფლება. ამასთან, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ მიერ შემოთავაზებული ზოგიერთი სერვისი/მომსახურება  არ იფუნქციონირებს თუ დაბლოკავთ, ან წაშლით ქუქი-ფაილებს. 

ბრაუზერების უმრავლესობა საშუალებას იძლევა, რომ შეცვალოთ ქუქი-ფაილების პარამეტრები. ეს პარამეტრები, როგორც წესი, მოცემულია თქვენი ბრაუზერის „Options“,ან „Preferences“ მენიუში, ან შეგიძლიათ, გამოიყენოთ თქვენი ბრაუზერის „Help“-ფუნქცია დეტალური ინფორმაციის მისაღებად.

თუ გსურთ მეტი ინფორმაციის მიღება, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს http://www.aboutads.info/choices/. მეტი დეტალები, თუ როგორ იყენებს ბიზნესი ქუქებს წარმოდგენილია მისამართზე: www.allaboutcookies.org. ჩვენ ვერ ვიქნებით პასუხისმგებელი ნებისმიერი მესამე მხარის ქუქების შეზღუდვის პარამეტრების ეფექტიანობასა და შესაბამისობაზე. 



1.8. IP მისამართები

ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას ჩვენი მომსახურების სარგებლობისას გამოყენებული ტექნიკური მოწყობილობების შესახებ, მათ შორის, თუ შესაძლებელია თქვენი ინტერნეტ პროტოკოლის  IP მისამართის, ადგილსამყოფელის მონაცემების, ოპერაციული სისტემის, შესვლის (log-in) დროის და  ბრაუზერის სახეობის თაობაზე. აღნიშნულ ინფორმაციას შიდა მოხსენების მიზნებისა და მომხმარებლის ქცევის უკეთ გასაგებად ვიყენებთ. ჩვენი მხრიდან შესაბამისი წვდომის მინიჭების გზით, სარეკლამო, მარკეტინგული, სპონსორული ან სხვა მომსახურების მომწოდებელ კონტრაქტორებს შესაძლებლობა აქვთ  მიიღონ ზემოთ ჩამოთვლილი მონაცემები.  

 

1.9. რეკლამა

პლატფორმები იყენებს მესამე მხარეებს, როგორიცაა ქსელური რეკლამები და სარეკლამო ბირჟები, რათა მოგაწოდოთ რეკლამა მესამე მხარის პლატფორმებზე ჩვენი პლატფორმებიდან გასვლის შემდეგ. ჩვენ ვსარგებლობთ მესამე მხარის ანალიტიკური და სხვა სახის მომსახურებით, რათა ჩვენ და/ან მესამე მხარეებმა მივიღოთ ინფორმაცია პლატფორმების გამოყენების, რეკლამების ნახვის და პირდაპირი მარკეტინგული კამპანიების ეფექტიანობის შესაფასებლად  (რამაც, თავის მხრივ, შესაძლებელია, მომავალში ჩვენ მიერ გზავნილი სარეკლამო მედიის შინაარსზე იქონიოს გავლენა) ქსელური რეკლამის განმთავსებლები წარმოადგენენ მესამე მხარეს, რომლებიც საკუთარ რეკლამებს მომხმარებლის მხრიდან ჩვენი პლატფორმითა და სხვა აპლიკაციებით, თუ საიტებით სარგებლობაზე დაყრდნობით ათავსებენ. ეს საშუალებას გვაძლევს ახალი პროდუქტების და მომსახურების შეთავაზებისას განვსაზღვროთ მომხმარებელთა ფოკუს ჯგუფები და ჩვენი აუდიტორია უფრო სათანადო შინაარსითა და შეთავაზებებით უზრუნველვყოთ.

მესამე მხარის თვალსადევნებელი ტექნოლოგიები არ კონტროლდება ალექსანდრიას მიერ, მათი  კავშირის მიუხედავად ბრენდის პლატფორმებთან ან რეკლამებთან და მათი გამოყენება შესაბამის მესამე მხარეთა კონფიდენციალურობის პოლიტიკით რეგულირდება. ამდენად, მესამე მხარის მომსახურების პირობები, კონფიდენციალურობის პოლიტიკა, ნებართვები, შენიშვნები და არჩევანი უნდა განიხილებოდეს მათი შეგროვების, შენახვისა და გაზიარების პრაქტიკიდან გამომდინარე. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი მესამე მხარის პოლიტიკის პრაქტიკაზე.

თქვენ გაქვთ რეკლამების მიწოდების შერჩევის საშუალება. თქვენ შეგიძლიათ, უარი თქვათ გარკვეული ტიპის ქცევითი რეკლამის მიღებაზე მესამე მხარის ვებსაიტებზე შესვლით, რომლებიც აღწერილია ზემოთ – „როგორ გავაკონტროლოთ ან წაშალოთ ქუქები“.  ჩვენ ვერ ვიქნებით პასუხისმგებელი ნებისმიერი მესამე მხარის ქუქების შეზღუდვის პარამეტრების ეფექტიანობასა და შესაბამისობაზე. 

 

1.10. ადგილმდებარეობის სერვისები

ზოგიერთი ჩვენი მომსახურება შესაძლებელია, იყენებდეს ინფორმაციას თქვენი ადგილმდებარეობის შესახებ.

აღნიშნული სერვისები, რომელსაც ძირითადად მობილურ მოწყობილობები და აპლიკაციები გვთავაზობენ, გაძლევთ შესაძლებლობას, განაცხადოთ თქვენი თანხმობა მდებარეობის სერვისების გამოყენებაზე, რომლებიც, მაგალითისთვის ამუშავებენ ინფორმაციას GPS-ის, სენსორების, ,,შუქურების“ ან Wi-Fi-სთან კავშირის წერტილების თაობაზე, რათა უფრო პერსონიზირებული მომსახურებით ისარგებლოთ. თუ აღარ გსურთ ასეთი მომსახურებით სარგებლობა, თქვენს მოწყობილობის პარამეტრებში შეგიძლიათ აღნიშნული ფუნქცია გამორთოთ.

 

ასევე, ჩვენ მიერ თქვენი ინფორმაცია შესაძლოა გადაეცეს სახელმწიფო ორგანოებს ან ერთეულებს, მარეგულირებელ ორგანოებს ან ნებისმიერ სხვა პირს, მოქმედი კანონმდებლობის, რეგულაციების, სასამართლო განჩინების ან ოფიციალური მოთხოვნის, სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოს გამოცემული ინსქტრუქციის საფუძველზე და მიზნების შესაბამისად ან მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე წარმართული ნებისმიერი მსგავსი პროცესის საფუძველზე.