ჩვენ შესახებ

 

სამკაული, ეს მხოლოდ აქსესუარი როდია. ის იმ ადამიანის ნაწილი ხდება, ვინც მას ატარებს. თითოეული ნაკეთობა ხომ თავის ისტორიას გადმოგვცემს და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

საიუველირო ბრენდი ალექსანდრია ორიენტირებულია, მოგაწოდოთ მაღალი ხარისხის და თანამედროვე აქსესუარები, თქვენი გარეგნობისა და გემოვნების გათვალისწინებით.  ჩვენ ვქმნით მნიშვნელოვან და უკვდავ დიზაინებს, რომლების საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც მზადდება.

ბრენდის სახელი მისი დამფუძნებლების – ალექსანდრიას ოჯახის გვარიდან მომდინარეობს. ალექსანდრია მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის ოქროს და  ბრილიანტის ხელნაკეთ სამკაულებს სთავაზობს.

ჩვენი ელეგანტური ნაკეთობა სეზონური ტენდეცია როდია, იგი მრავალწლიანი მოხმარებისთვისაა  შექმნილი.

„ბრილიანტები და ოჯახი სამუდამოა.“

ნებისმიერი ღირსშესანიშნავი მოვლენის აღნიშვნისას, ალექსანდრია მზად არის, თქვენი განსაკუთრებული მოგონებები სენტიმენტალური მოგზაურობის ნაწილად გიქციოთ.

უმაღლესი ხარისხი, კეთილსინდისიერება, პროფესიონალიზმი და მუდმივი ინოვაცია – ეს გახლავთ ბრენდის ალექსანდრიას მთავარი პრიორიტეტი. ხარისხის კონტროლის ჩვენი დეტალური პროცედურები მომხმარებელთა კმაყოფილების გარანტიაა.

ბრენდის სათაო ოფისი მდებარეობს თბილისში, ხოლო ონლაინ გაყიდვებით მთელ მსოფლიოშია წარმოდგენილი.