ლოგოს შესახებ


ასომთავრული ქართული დამწელობის უძველესი სახეობაა.
ქართული ენა ერთ-ერთი უძველესი, მოქმედი სასაუბრო ენაა მსოფლიოში, მდიდარი ლიტერატურული ტრადიციებით. ბევრი მკვლევარი თვლის, რომ ქართული ანბანი ჩვენს წელთაღრიცხვამდე VI-V საუკუნეებში შეიქმნა. ანბანმა საუკუნეების მანძილზე ცვლილებები განიცადა, თუმცა შეინარჩუნა თავდაპირველი ფესვები.
ყველასთვის ცნობილია, მითი ოქროს საწმისის მაძიებლების, იასონისა და არგონავტების, შესახებ. იასონი საბერძნეთიდან შავი ზღვის მახლობლად მდებარე სამეფოში გაემგზავრა. კოლხეთის სამეფო ცნობილი იყო თავისი ტრადიციით, რომლის მიხედვითაც მთის ნაკადულიდან წამოსულ ოქროს მარცვლებსა და ფანტელებს ცხვრის ტყავით აგროვებდნენ. მეცნიერების ვარაუდით, მითს საფუძვლად 3300-3500 წლის წინ შემდგარი რეალური მოგზაურობა უდევს საფუძვლად, რაც ხაზს უსვამს საქართველოს ოქრომჭედლობის უძველეს კულტურას.
ლოგოს დიზაინში ჩვენ ქართული ანბანის მდიდარი, უძველესი ისტორია ქვეყნის საიუველირო ტრადიციებთან გავაერთიანეთ.
მიუხედავად იმისა, რომ სამკაულების შექმნის ტექნიკა, მასალა და საშუალებები დროთა განმავლობაში იცვლება, ხარისხი მუდამ უცვლელი უნდა იყოს. ხარისხის კონტროლის დეტალური პროცედურები მომხმარებელთა კმაყოფილების გარანტიაა