ჩვენი დიზაინები

 

რატომ ალექსანდრია?

 

ALEXANDRIA სამყარო სავსეა სამკაულების სხვადასხვა სახეობებით, იქნება ეს ბეჭედი, ყელსაბამი, საყურე, თუ სხვა. და, თითქოს, ყველაფერი ერთნაირად გამოიყურება.

ოქრო, ბრილიანტი, სამკაულის ფორმები, ფერთა შერჩევა-შეხამაბა, რთულია ჩვენი სფეროს ძლიერი ტენდენციებისგან თავის დაღწევა.

თუმცა, საიუველირო ბრენდი ,,ალექსანდრია“ ახერხებს საკუთარი პროდუქციით ყველასგან გამორჩევას. ჩვენი დიზაინერების და ოქრომჭედლების გუნდი ქმნის განსხვავებული და უნიკალური დიზაინის სამკაულებს, რომელთა შთაგონებაც მათი ხელიდან პირდაპირ მათ ნამუშევარში აისახება.

რას ნიშნავს იყო უნიკალური?

კარგია, სურვილი და მისწრაფება იყო უნიკალური და განსხვავებული კონკურენტებისგან, მაგრამ რას ნიშნავს ეს სინამდვილეში? ამდენი საიუველირო ბრენდის ფონზე, რა ინდივიდუალური ელემენტებია უნიკალური?

მარტივად რომ ვთქვათ, იყო უნიკალური გულისხმობს, რომ რაღაცას განსხვავებულად აკეთებ. უნიკალურობა არ ნიშნავს ბორბლის თავიდან გამოგონებას, დიდწილად, ეს დეტალებზე ორიენტირებას გულისხმობს.

ალექსანდრიას ყველა სამკაული ოქროს და ბრილიანტის ხელნაკეთი ქმნილებაა, რომლებიც ორიგინალი ჩანახატებიდან მზადდება. სამკაულის შექმნა მისი ესკიზიდან იწყება, რომელშიც ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ესკიზის შექმნისას გათვალისწინებულია სამკაულის მომხმარებლის იდენტობა, მისი დანიშნულება და გამოყენების სიხშირე. ჩვენ ვართ ორიენტირებულნი, ჩვენი ქვეყნის მდიდარი და უძველესი ისტორია საიუველირო ტრადიციებთან გავაერთიანოთ და უკვდავი დიზაინები შევქმნათ. ესკიზს, უკვე, ჩვენი გუნდი ოქრომჭედლებთან ერთად განიხილავს და თითოეული დეტალი იხვეწება. ბოლო ეტაპს კი დახვეწილი სამკაულის შექმნა წარმოადგენს. ჩვენი სამკაულების დამზადებისას გათვალისწინებულია მათი ყოველდღიური გამოყენების და ბუნებრივად ტარების ფაქტორები. ისინი მრავალწლიანი მოხმარებისთვის იქმნება.

ჩვენი პროდუქცია და მისი დიზაინი არის ბრენდისთვის ,,ალექსანდრია“ შექმნილი და არ წარმოადგენს რომელიმე სამკაულის რეპლიკას. ამავდროულად, ჩვენი სამკაულები დაცულია საავტორო უფლებების დიზაინის, სავაჭრო ნიშნის მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტებით, საერთაშორისო ხელშეკრულებების დებულებებითა და ეროვნული კანონმდებლობით მსოფლიოს მასშტაბით.

კორპორატიული იდენტობა, არის ის, რისკენაც საიუველირო ბრენდი ,,ალექსანდრია“ იღწვის.  ისევე, როგორც ადამიანებს ერთი შეხედვით შეუძლიათ პიკასოს ამოცნობა, ჩვენც გვაქვს მისწრაფება, შევქმნათ ისეთი ძლიერი და ცნობადი ბრენდი, რომ სხვებმა დაუყოვნებლივ შეძლონ ბრენდის სამკაულის ამოცნობა, ყოველგვარი ძალისხმევისა და მინიშნებების გარეშე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *