Alexandria X Anapana
დასაწყისისთვის გვინდა გაგაცნოთ ბრენდი “ანაპანა” და მოგიყვეთ, თუ რატომ გადავწყვიტეთ ჩვენი ახალი პროექტის
სწორედ მათთან ერთად განხორციელება.
“ანაპანა” 2020 წელს, მარიამ ფროიდიშვილმა შექმნა, მისთვის ეს წამოწყება არასდროს არ ყოფილა უბრალოდ ბრენდი,
ეს მისთვის ცხოვრების სტილი იყო, რომელიც ფართო საზოგადოებას გაუზიარა.
“ანაპანას” გაცნობისას აღმოვაჩინეთ, რომ მსგავსება იყო კონცეფციაში, მიდგომასა და პრიორიტეტებში.
მათი თავსაბურავების დიზაინი “ალექსანდრიასთვის” შთამაგონებელი აღმოჩნდა.
ვიფიქრეთ, რომ თავსაბურავები ძალიან მოუხდებოდა “ალექსანდრიას” სამკაულებს, მოგვეწონა მათი ხასიათი,
სტილი და გადავწყვიტეთ მათთვის განსხვავებული, უფრო ძვირფასი ელფერი შეგვეძინა.
ჩვენი საერთო პროექტის ფარგლებში ანაპანას თავსაბურავებს,
ჩვენ გავაწყობთ ისეთი ძვირფასი ქვებით, როგორიცაა მარგალიტები, სვაროვსკი, ლაბრადორიტი და ა.შ
მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ პროექტის ფარგლებში შექმნილი თითოეული დიზაინი უნიკალურია და არ განმეორდება.
ინდივიდუალური შეკვეთის შემთხვევაშიც კი დიზაინში იქნება მცირედი ცვლილებები,
რაც თქვენს შენაძენს განსაკუთრებულობას შესძენს და ყოველთვის შეგახსენებთ,
რომ ის მხოლოდ თქვენთვისაა შექმნილი.