საქართველოს საიუველირო ბაზარზე გამოჩნდა ახალი უნიკალური ბრენდი ALEXANDRIA,
რომელიც სრულიად უცხო, საინტერესო და დიდი ისტორიის მატარებელ დიზაინებს ქმნის.
ბრენდის შესახებ უფრო ვრცლად, მისი დამფუძნებელი ოთარ ალექსანდრია მოგვიყვება.
პირველ რიგში მოგვიყევით საიდან გაჩნდა Alexandria-ს შექმნის იდეა…
Alexandria-ს შექმნის იდეა წლების წინ გაჩნდა, მანამდე სრულიად სხვა სფეროში ვმოღვაწეობდი, მაგრამ ბავშვობიდან მაინტერესებდა მინერალები და მეტალები, მეტალებში ვგულისხმობ ძვირფას მეტალებს, ოქროს ვერცხლს…, სულ მინდოდა გადაკვეთის წერტილი მეპოვა ამ ყველაფერთან და იდეად მექცია. მაშინ მხოლოდ ის ვიცოდი, რომ მინდოდა გამეკეთებინა ბრენდი, რომელიც იქნებოდა გრძელვადიანი, რომელსაც ექნებოდა ქართული ფესვები, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს არამედ მთელ მსოფლიოს გააცნობდა საკუთარ თავსა და ჩვენს ქვეყანას. ამასთანავე ყოველთვის მომწონდა ჩემი გვარი, მისი ჟღერადობა, ის ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევდა ადამიანებში, ბოლოს კი გადავწყვიტე შემექმნა ბრენდი, რომელსაც ალექსანდრიას დავარქმევდი. ალექსანდრია შექმნისას მთავარი შთაგონება იყო ისტორია, სიმბოლიკა, რომელიც თითოეულ ჩვენს სამკაულს განსაკუთრებულობას სძენს. ჩვენი შექმნილი 10 სამკაულიდან 4-5 მათგანი აუცილებლად იქნება ისეთი, რომლის უკანაც იდგება რაღაც განსაკუთრებული მნიშვნელობა.
სრული ბრენდი ისე შევკარით, რომ თავიდანვე გააზრებული გვქონდა, რომ თუ ამ ყველაფრის უკან რაღაც იდეა იდგებოდა, ის ყოველთვის გამორჩეული და განსაკუთრებული იქნებოდა. ჩვენი ბრენდის უკან ჩვენ იმდენად ღირებულ რაღაცას ვხედავთ, რომ ეს არ არის პატარა საქმე. ჩვენ დიდ ნაბიჯს ვდგამთ ამ ისტორიების შენარჩუნებისთვის. სამკაულის ყიდვისას, როდესაც ადამიანი იგებს თუ რა დგას მის უკან ეს ისტორია უკვე ცოცხლდება. მან უკვე იცის, რომ ამ კონკრეტული თუნდაც ასომთავრულის, ვაზის და ა.შ უკან მნიშვნელოვანი კულტურული ღირებულებაა. ის შემდეგ ამ სამკაულს შთამომავლობას გადასცემს და ამით შეინარჩუნებს იმ ისტორიას, რომელიც მას მოჰყვება. ის დარჩება ცოცხალი და არ დაიკარგება. ჩვენ არ ვქმნით უბრალოდ სამკაულს, ჩვენ ვაცოცხლებთ და ვინარჩუნებთ ისტორიას.
რატომ შეარჩიეთ ლოგოსთვის ასომთავრული და რა სიმბოლური დატვირთვა აქვს მას თქვენი ბრენდისთვის?
ლოგოში არ გვაქვს გამოყენებული რაიმე სხვა ქვეყნის ტრადიციული სიმბოლო ან გრაფიკა, არის თავიდან ბოლომდე ქართული, რომელსაც საკუთარი მნიშვნელობა და სიმბოლო აქვს.რკალი ახალი მთვარის სიმბოლოა, ხოლო ზედა ხაზი ცას გამოხატავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ასომთავრულის ან-ს აღწერილობაა მთვარე და ცა, რომელსაც მაგალითად ხშირად შევხვდებით პოეზიაშიც. მაგალითად გალაქტიონიც წერდა ასომთავრულზე.
მუდამ შევამჩნევ ცაზე, სხვისთვის უხილავ-ფარულს მე რად გელოდი ასე.
გალაკტიონ ტაბიძე-საღამო.
ქართულ ანბან, ასომთავრულში ასო-ნიშნებს აქვთ არამარტო ბგერის არამედ რიცხვითი და რიგითი მნიშვნელობაც. “ან” ბგერით იწყება ასომთავრული ანბანი და მისი რიგითი და რიცხვითი ნიშანი არის პირველი, როგორც პირველობის სიმბოლო. მნიშვნელოვანი და საინტერესოა, რომ ეს ჩვენთვის ქართველებისთვის ცნობილია, მაგრამ მივიწყებული. ჩვენ გვინდა, რომ ესეც გავაცოცხლოთ და გავიხსენოთ. ახლა თითოეული ასოს დატვირთვის ახსნა თითქმის შეუძლებელია. ინფორმაცია ჩვენამდე არ არის მოღწეული, რაც დამწერლობას მეტ იდუმალებას სძენს. ამ ყველაფერთან ერთად უნდა აღვნიშნო, რომ მეამაყება, რომ ვარ ქართველი და ასეთი სიმდიდრე გვაქვს. მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელსაც სამი საკუთარი დამწერლობა აქვს. ეს კულტურულ მემკვიდრეობაზე მეტია. კაცობრიობის ყველაზე დიდი ინტელექტუალური ქმნილება, ჩემი აზრით ანბანია, განსაკუთრებით ქართული, რომლის შექმნის ისტორია ძალიან ბევრ საიდუმლოს ინახავს. საქართველოში გარდა ანბანისა უამრავი სიმბოლოა, რომელთა მნიშვნელობა ხშირად მივიწყებულია და ჩვენ სწორედ ეს მიზანი გვაქვს, რომ მათ ახალი ძვირფასი მნიშვნელობა შევძინოთ. მაგალითად ჩვენს ასომთავრულის ბეჭედს თავზე დავუმატეთ ბრილიანტები, რომლებიც ვარსკვლავებს გამოხატავს. ასომთავრულის მნიშვნელობასთან ერთად ჩვენი ბეჭედი აერთიანებს მთვარეს, ცასა და ვარსკვლავებს. ჩვენ ძალიან ბევრ ნივთებსა და დეტალებზე გვაქვს ყურადღება გამახვილებული, რომელთაც სამომავლოდ სამკაულებში გავაცოცხლებთ და მარადიულად ვაქცევთ.
რა გამოარჩევს Alexandria-ს სამკაულებს სხვა ბაზარზე არსებული ბრენდებისგან?
ჩვენი ბრენდი არ იმეორებს მსოფლიოში არც ერთი ბრენდს დიზაინებს. ჩვენი დიზაინერები ქმნიან უნიკალურ , გამორჩეულ, სიმბოლურ სამკაულებს. ჩვენი სამკაულების თითქმის ნახევარს აქვს საკუთარი ისტორია, ეს არ არის მხოლოდ ბრილიანტი და ოქრო. თითოეული სამკაულის უკან დგას ისტორია. მაგალითად გვაქვს კეპლერი, ასომთავრული, ვაზი, კოლისეუმი. თითოეული კოლექციის უკან დგას უდიდესი მნიშვნელობის მატარებელი ამბები
მოგვიყევით მეტი თქვენს სამკაულებში გამოყენებული მეტალისა და ძვირფასი ქვების შესახებ…
ჩვენ ვიყენებთ ძვირფას მეტალს, ოქროსა და ვერცხლს. მასალაზე უფრო ვრცლად, რომ ვისაუბროთ. ჩვენი კომპანია ყიდულობს სუფთა ოქროს 999,9იანს, რომელსაც პიტალო ოქროსაც უწოდებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ მინარევში არის სუფთა ოქრო აურუმი. ჩვენ ამ მასალისგან ვქმნით 750 სინჯის იგივე 18 კარატიან ოქროს, რომელშიც 75 პროცენტი სუფთა ოქროა გამოყენებული დანარჩენი 25 პროცენტი კი არის ლიგატურა. ჩვენ მასალაზე ძალიან ბევრი დრო და რესურსი დავხარჯეთ, რათა 750 სინჯის საკუთარი ფერი შეგვექმნა. ბრილიანტი ერთმანეთისგან განსხვავდება ხარისხით, ნაკლებ მნიშვნელოვანია მოპოვების ადგილი, იქნება აფრიკა, ავსტრალია, რუსეთი კანადა არ აქვს მნიშვნელობა მთავარია, რომ იყოს საიუველირო ხარისხის. ამაში ვგულისხმობ მეოთხე ფერის D,E,F,G ის ქვემოთ არ უნდა იყოს მისი შეფერილობა, ხოლო რაც შეეხება ხარისხს არ უნდა იყოს VVS-VS-სზე დაბალი. ბაზარზე ხშირად გვხვდება ნაკეთობები, რომლებშიც სამწუხაროდ ასეთი ხარისხის ბრილიანტსაც არ იყენებენ. ჩვენი ბრილიანტები მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებშია მოპოვებული, მაგრამ ფერი სისუფთავე, წახნაგების ხარისხი სრულად აკმაყოფილებს უმაღლეს სტანდარტებს. კომპანია ნებისმიერი ნივთის დამზადებას და შექმნას უდგება მაღალი პასუხისმგებლობით, ამაში იგულისხმება, რომ ჩვენ ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის ნედლეულს , არაკონფლიქტურს, აქ ხაზს გავუსვამ იმას, რომ ჩვენს მიერ შექმნილი ნებისმიერი ნედლეული არაკონფლიქტური ზონებიდანაა, რაც ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული კომპანიის, კონკრეტული მაღაროდანაა მოპოვებული და არ არის ე.წ სისხლიანი ალმასი. ეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. ჩვენ თავად პასუხისმგებლები ვართ საკუთარ დიზაინსა და ხარისხზე. ძვირფასი ქვების პროფესიონალურად შეფასება საქართველოსა და ისრაელში შევისწავლე. შეფასების კრიტერიუმი სულ ოთხია:ხარისხი, წონა, ფერი, თლითების-წახნაგების ხარისხი. ამასთან ერთად არსებობს სხვა დამატებითი შეფასების მეთოდები ფლორესენსიას შეიცავს თუ არა, დაცულია თუ არა წახნაგების პროპორცია, არის თუ არა ხარისხი ან ფერი გაკეთილშობილებული. ყიდვა გაყიდვის დროს მსგავსი ინფორმაცია ძირითადად კატალოგებში არ შედის. ასეთი დეტალები მხოლოდ სერტიფიკატში წერია და ამის შესახებ, რაც უფრო კარგად იცი მით უფრო მარტივია ხარისხიანი ქვების გარჩევა, რადგან დღეს ბაზარზე ძალიან ბევრი ბრილიანტის იმიტაცია არსებობს და მათი გარჩევა ბუნებრივი ქვისგან შეუიარაღებელი თვალით თითქმის შეუძლებელია. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ალექსანდრიას ყველა სამკაულს, თან მოჰყვება სერტიფიკატი და აიდი ბარათი, რომელიც გაყალბებისგან ქიუარ კოდითაა დაცული.
მოკლედ, რომ მოგვიყვეთ თქვენს მიმდინარე პროექტებზე…
ჩვენს კომპანიას აქვს ძალიან ბევრი ინოვაციური პროექტი, რომელიც საიუველირო ბაზარზე სრულიად ახალია და არავის არ იმეორებს, როგორიცაა კრიპტოვალუტით გადახდა, საკუთარი ტოკენის შექმნა და ალექსანდრიას ენეფტი გამოშვება, რომელზეც უფრო ვრცლად სამომავლოდ მოგიყვებით. ახლა კი გვაქვს ძალიან საინტერესო პროექტი, კოლექციები როგორცაა მაგალითად ვიქტორია,კლასიკური და ვაზის კოლექცია, რომელშიც ვიღებთ ვაზის, ლერწმის ფაქტურას და გადმოგვაქვს სამკაულში, გვაქვს ასევე კოლაბორაცია თავსაბურავების ბრენდ ანაპანასთან. ჩვენი იდეა იყო ეს უმშვენიერესი თავსაბურავები გაგვეწყო ძვირფასი თვლებით მარგალიტები, სვაროვსკი, ლაბრადორიტი და ა.შ ამ პროექტმა ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა და შესაბამისად ეს ჩვენი ერთ-ერთ წარმატებულ ნაბიჯად შეგვიძლია მივიჩნიოთ.
გვესაუბრეთ Alexandria-ს სამომავლო გეგმებზე…
სამომავლოდ ჩვენი ერთი და უდიდესი მიზანია ჩვენი ბრენდის სახელი გავიტანოთ უცხოეთში და მსოფლიოს ვაჩვენოთ ის უნიკალური სამკაულები, რომლეთაც უდიდესი ისტორია აქვს. გაეცანით სრულ კოლექციას საიტზე, შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი სამკაული და შეინარჩუნეთ ისტორია ალექსანდრიასთან ერთად.