სამკაულებში გაცოცხლებული ვაზის კულტურა
ქართული ღვინის ისტორია დღეს უკვე 8000 წლიან ისტორიას ითვლის, ჩვენი ტექნოლოგიისა და ვაზის კულტურის პირველობა მთელს მსოფლიოში აღიარებულია
“ქართულმა ვაზმა ქართველ კაცთან ერთად ზიდა ისტორიის სიმძიმე.”
წერს ქართული ვაზის შესახებ გიორგი ლეონიძე, 1962 წლის 13 სექტემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში. ქართველისთვის ვაზი ისტორიის, კულტურისა და მშვენიერების სიმბოლოა. იმავე სტატიაში შეგვიძლია ამოვიკითხოთ:
რა კარგია მორცხვი შუქით განათებული ვაზის ყვავილი!
რა მშვენიერია კვირტ გამოსული ვენახი! რა ტურფაა ვენახისპირას სიცილი!
გიორგი ლეონიძე
სწორედ ეს ისტორია, კულტურული ღირებულება და ვაზის ფორმების მშვენიერება საიუველირო ბრენდისთვის “ალექსანდრია” შთაგონების წყარო აღმოჩნდა, რათა შეგვექმნა გამორჩეული ვაზის კოლექცია.
ბრენდი “ალექსანდრია” თითოეულ კოლექციას ქართული ისტორიის ინსპირაციით ქმნის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია,რომ შევინარჩუნოთ ყველა ის კულტურული მემკვიდრეობა, რამაც ჩვენამდე მოაღწია და გავიხსენოთ ის, რაც შეიძლება უკვე მივიწყებული იყოს, გავაცოცხლოთ ისინი ჩვენს უმშვენიერეს სამკაულებში და შევინარჩუნოთ ისტორია თქვენთან ერთად.
ვაზის კოლექციაში იხილავთ ოქროსა და ბრილიანტის უძვირფასეს სამაჯურებს, რომლებიც იდეალურად იმეორებს ვაზის ყლორტების, მტევნებისა და წიპწების ულამაზეს დეტალებს. ჩვენ მათ სამი განსხვავებული ფერის, 750 სინჯის ოქროსა და უმაღლესი ხარისხის ბრილიანტებისგან ვამზადებთ. ჩვენ ვაზის ისტორია და კულტურა სამკაულებში გადმოგვაქვს , ჩვენი მასალის ხარისხი კი მათ მარადიულ სიცოცხლეს სძენს.
ამ დროისთვის ჩვენი საიუველირო ბრენდი ვაზის კოლექციაში 6 განსხვავებული სამაჯურის დიზაინს გთავაზობთ, მაგრამ სულ მალე დაემატება ბეჭდები, რომლებიც იმავე შთაგონებითა და დეტალებით სწორედ თქვენთვის ახლა იქმნება.
ჩვენი სამკაულების შეძენა ონლაინ, ძალიან მარტივად შეგიძლიათ, ჩვენი კურიერი კი ულამაზესი შეფუთვით თქვენი სახლის კართან მოგიტანთ. ჩვენს საიტზე შეგიძლიათ გადაიხადოთ საერთაშორისო, ადგილობრივი და კრიპტო ვალუტებით. ასევე, ჩვენ უკვე საქართველოს ბაზრის სამ მთავარ ბანკთან ვთანამშრომლობთ, რათა მომხმარებლებს საუკეთესო განვადების პირობები და მრავალფეროვნება შევთავაზოთ.
ეწვიეთ ჩვენს საიტს, გაეცანით ჩვენს სრულ კოლექციას და შეინარჩუნეთ ისტორია ჩვენთან ერთად.